„მრავალეროვანი საკვირაო სკოლა“ დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შეიქმნა 2001 წელს, სკოლის ძირითადი მიზანი არის ომის შედეგად დაზარალებული და სოციალურად დაუცველი ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ინტეგრაცია.
ორგანიზაციის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავაც რჩება მხატვრული თარგმანისა და ზოგადად კულტურული პროცესების განვითარების ხელშეწყობა. ყოველწლიურად „კავკასიური სახლი“ 10-მდე ნამუშევარს გამოსცემს.
პროექტის მიზანია საქართველოს ეფექტიანი კავკასიური პოლიტიკის ხელშეწყობა ახალგაზრდების განათლებისა და ინფორიმერებულობის გაზრდის მეშვეობით და ახალგაზრდებს შორის, ინტერ-კულტურული დიალოგის გზით კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.