”კავკასიური სახლის” მისიაა შექმნას იდეური და ინტელექტუალური საფუძველი საქართველოს, როგორც მულტიეთნიკური ქვეყნის,და კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისა და კულტურული ინტეგრაციისათვის; გაავრცელოს ზოგადჰუმანიტარული და სამოქალაქო განათლება; წაახალისოს კულტურათა შორის დიალოგი და ამ გზით დააკავშიროს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები.

საჯარო ლექციების კურსი: რუსეთის საგარეო პოლიტიკა

„კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო ლექციებზე  რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ლექციებს წაიკითხავს ტარტუს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი.

უკვე მეოთხე წელია „კავკასიური სახლი“ შეისწავლის და აქტიურად იკვლევს რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და მის სხვადასხვა ასპექტებს. საქართველოსთვის, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ჰყავდეს კადრები და მკვლევრები, რომლებსაც გააზრებული ექნებათ რუსეთის საგარეო პოლიტიკა, ესმით ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ, როგორც აკადემიურ სფეროში, ისე პოლიტიკის პრაქტიკულ  განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ ეს კურსი უკვე მეორე წელია ტარდება და მიზნად ისახავს სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევრების ცოდნის გაღრმავებას რუსეთისმცოდნეობის სფეროში.

ლექციები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში;  მის: ჭავჭავაძის გამზ. # 1

ლექციების განრიგი და თემატიკა:

28 ნოემბერი  12:00 სთ აუდიტორია 302,

I კორპუსი

რუსული იდენტობის ფორმირება: საბჭოთასა და პოსტსაბჭოთას შორის

 

28 ნოემბერი  14:00 სთ აუდიტორია 302,

I კორპუსი

რუსეთის ნორმატიული პროექტი: ევროსკეპტიციზმის წყარო

 

30 ნოემბერი  16:00 სთ აუდიტორია 115,

I კორპუსი

რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა. (ესტონეთი, უკრაინა, საქართველო)
1 დეკემბერი  16:00 სთ აუდიტორია 115,

I კორპუსი

სირიის კრიზისის შემდეგუსაფრთხოების ახალი დღის წესრიგი რუსეთში

სამუშაო ენა – ინგლისური. დასწრება თავისუფალია!

მსმენელებს, რომლებიც დაესწრებიან ყველა ლექციას, სალექციო კურსის დასრულების შემდეგ  გადაეცემათ სერთიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს –  ანა დვალს, ტელ: 577 77 04 09; ელ-ფოსტა: ana.dvali@caucasianhouse.ge

სარეგისტრაციო ფორმა.

Name (required)

Last Name(required)

Mobile Number(required)

E-mail (required)

Organization or University (required)

განცხადების სრული ტექსტის სანახავად იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

 

ლექციების კურსი ტარდება პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

დასრულდა ქართული დიასპორის ვიზიტი საქართველოში

 

30 ოქტომბერს დასრულდა რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. ,,კავკასიური სახლის” პროექტის „ქართულ–რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ, როგორც სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რათა გაცნობოდნენ სამშობლოში არსებულ პოლიტიკურ, სოციო–ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია თანამედროვე საქართველოს შესახებ.

პირველი შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან, რისი დიდი სურვილი თავად დიასპორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. შეხვედრა საკმაოდ ემოციური და შთამბეჭდავი გამოდგა, როგორც სტუმრებისთვის, ისე მასპინძელი მხარისთვის. შემდგომ პროექტის მონაწილეები შეხვდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში – ზურაბ აბაშიძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს – პაატა ზაქარეიშვილს და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს, ასევე, შეხვედრები გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

pariarqi 55b5Dty4zIoDtQwTvREPpX3vYltOrtgAQnUQY7szS2pY,k4H7iuVhCoo-r6tQPHxffo8YrOIpVk897GnjemzWIOM,dKbSyr0S7ouZyk6aUKSOfWvF-xqIB6WTQoddKVcntoEზურაefMs4xzMWrIatXESW2P8RHcVqi36BXx28tLYsn9brrw,b4C3jLILCV5AVlwFzS03a9A6a1I6JmMmcwYyBUlNImY,4H2L2bfCVSaRm84ZemhuriwY8YqDMi50Z0qy2zG07Xs

შეხვედრების მეორე ნაწილი კი დაეთმო სამოქალაქო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან ვიზიტებს. ქართველი ახალგაზრდები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველს – ვახტანგ ჭარაიას და ილიას სახ. უნივერსიტეტის პროფესორს – ლევან გიგინეიშვილს, ასევე საინტერესო შეხვედრა შედგა კავკასიური სახლის ხელმძღვანელთან და მწერალთან – ნაირა გელაშვილთან, რომელმაც დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ,,კავკასიური სახლის” ისტორია და თანამედროვე პერიოდში მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ სოციალური გაერთიანებების წარმომადგენლებსაც, რომლებმაც ისაუბრეს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და საქართველოში არსებული სოციალური მოძრაობების ტენდენციებზე. პროექტის მონაწილეების ვიზიტი საქართველოში დასრულდა კახეთში სტუმრობით.

რუსეთში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ფონზე. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ვიზიტი უპრეცედენტოა, იგი ორივე მხარისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ვიზიტის დროს დაისვა ქართულ დიასპორასთან კავშირის გაძლიერების აუცილებლობის საკითხი და ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის ფონზე, შეუძლიათ გააკეთონ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა რუსეთში.

აღსანიშნავია, რომ ,,კავკასიური სახლი“ პროექტს ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ქართული დიასპორის შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

26 ოქტომბერს, კავკასიური სახლის პროექტის ,,ქართული-რუსული დიალოგი მშვიდობისთვის და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, დაიწყო რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ვიზიტი თბილისში, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სოციალურად აქტიურ ჯგუფებსა და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარებასა და გაძლიერებას.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან. პროექტის მონაწილეებმა პატრიარქს გააცნეს  მათი რუსეთში საქმიანობის შესახებ და მიიღეს დარიგებები სულიერი წინამძღვრისგან. შეხვედრის ბოლოს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა პროექტის მონაწილეებს და მოუწოდა ილოცონ საქართველოს გამთლიანებისთვის.

 

patriarqi 2  patriarqi 3

pariarqi 4  pariarqi 5

კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი

30 ნოემბერი – 4 დეკემბერი, 2015

მინსკი (ბელორუსი)

,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”
გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა
,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტში”

ორგანიზაციის შესახებ

,,კავკასიური სახლი”  –  კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას საფუძველი მშვიდობისა და რეგიონალური თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის. ,,კავკასიური სახლი“ 20 წლის განმავლობაში ხელს უწყობს რეგიონში არსებული კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესს, სახალხო დიპლომატიითა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მშვიდობის და კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, ერთი მხრივ,  ქართულ საზოგადოებას და მეორე მხრივ, აფხაზ, ოს და რუს საზოგადოებებს შორის. გარდა ამისა,  კავკასიური სახლი ჩართულია არა მხოლოდ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს შორის მშვიდობის, სტაბილურობისა და ნდობის აღდგენის პროცესში, არამედ, ასევე, ხელს უწყობს მშვიდობიან დიალოგს რუსეთისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის.

 

პროექტის მიზანი

,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის ზემოხსენებული საქმიანობის გაგრძელებას. მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს რეგიონალური კონფლიქტების უკეთ გააზრების და ამასთანავე, მათი მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზების უკვეთ გაანალიზირებას, ლექციებისა და თავისუფალი დისკუსიების მეშვეობით.

პროექტი მიმართულია მომავალ ლიდერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ნდობის გაღრმავებისკენ, ასევე, რეგიონალურ კონფლიქტებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ცოდნის ამაღლებისკენ, კონსტრუქციული დისკუსიის მეშვეობით. ეს უნიკალური შესაძლებლობაა უკრაინელი, რუსი, მოლდოველი, ბელორუსი, ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში და განავითარონ ახალი იდეები კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესაძლო გზებზე.

მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის მომხსენებლები პოსტსაბჭოთა სივრციდან, წაიკითხავენ ლექციებს კონფლიქტების წარმოშობის ცალკეულ შემთხვევებზე და სიღრმისეულად გაანალიზებენ მიმდინარე კონფლიქტებს რეგიონში.

მთლიანობაში, 20 მონაწილე, პოსტსაბჭოთა სივრციდან, მიიღებს მონაწილეობას 5 დღიან სალექციო კურსში (30 ნოემბერი – 4 დეკემბერი) მინსკში (ბელორუსი). სამუშაო ენა – რუსული.

 

მონაწილეთა ვიზიტის ხარჯებს (მგზავრობას, განთავსებას და კვებას) ფარავს „კავკასიური სახლი“.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ასაკი: 22-40 წელი;
  • განათლება: სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის და სხვა მომიჯნავე დისციპლინების კურსდამთავრებულები და / ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
  • პროფესიული კვალიფიკაცია: ჟურნალისტები, აკადემიური სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები;
  • რუსული ენის ცოდნა;

პროექტით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოთი) და სამოტივაციო წერილი 30 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ch.application2015@gmail.com

მონაწილეობის მსურველები შერჩევის შედეგების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ არაუგვიანეს 10 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის ასისტენტს – რაუფ ჭიჭინაძეს

ელ-ფოსტა: info@caucasianhouse.ge

ტელ:  +995 592 810 810

 

ჩამოტვირთეთ განცხადების ტექსტი

პროექტი ხორციელდება Black Sea Trust–ის, აშშ–ის გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ფინანსური მხარდაჭერით.