სიახლეები გიორგი გურჯიევის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია და ფასდაკლების აქცია “კავკასიური სახლისგან”

28 ნოემბერს, 18 სთ-ზე “კავკასიური სახლი” გეპატიჟებათ გიორგი გურჯიევის წიგნის “ცხოვრება მაშინ არის ნამდვილი, როცა “მე ვარ” ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.

წიგნი გერმანულიდან თარგმნა ცნობილმა გერმანისტმა და მთარგმნელმა ლაშა დადიანმა.

პრეზენტაციაზე საშუალება გექნებათ შეიძინოთ, ჟურნალ “აფრას” ძველი ნომრები და “კავკასიური სახლის” სხვა გამოცემები 50%-დან 90%-მდე ფასდაკლებით!
დასწრება თავისუფალია!

პრეზენტაციაზე საშუალება გექნებათ შეიძინოთ, ჟურნალ “აფრას” ძველი ნომრები და “კავკასიური სახლის” სხვა გამოცემები 50%-დან 90%-მდე ფასდაკლებით!

დასწრება თავისუფალია!

გიორგი გურჯიევი ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.

იგი დაიბადა 1877 წელს ალექსანდროპოლში.

მამისა და პირველი მასწავლებლების გავლენით გურჯიევი ძალიან ადრეულ ასაკში განიმსჭვალა მოთხოვნილებით, წინა პლანზე დაეყენებინა თავისი “ჭეშმარიტი მე-ს” პრობლემა. მთელი 20 წლის განმავლობაში გურჯიევი ეძებდა და აგროვებდა ცოდნას, რომელიც მისი აზრით აუცილებელი იყო იმისათვის, რომ მის  ცხოვრებას აზრი და სინამდვილე შეეძინა. მან შემოიარა ცენტრალური აზია და შუა აღმოსავლეთი, რათა აქ საიდუმლო ცოდნის ცოცხალი წყაროები აღმოეჩინა. გიორგი გურჯიევის მიზანი იყო ინდუსტრიული  საუკუნის ადამიანის მეტისმეტად ორდინალური,  მატერიალისტური ცნობიერებისა და ცხოვრების წესის შეცვლა საკუთარი სპირიტუალურ-ფსიქოლოგიური მეთოდებით, ახალი სკოლების შექმნა განათლების საკუთარი პრინციპების საფუძველზე. მან მართლაც მსოფლიოს  მთელ რიგ ქალაქებში. მათ შორის თბილისშიც დააფუძნა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების სკოლები.” გ. გურჯიევმა შექმნა უაღრესად საინტერესო და თვითმყოფადი მოძღვრება დედამიწასა და სხვა პლანეტებზეE მოქმედი იდუმალი კანონების, ადამიანის რეალური სულიერი პრობლემების, აღმოსავლეთის ეზოტერული კულტურის შესახებ.

გურჯიევის უმნიშვნელოვანესი შრომებია:

  • “ადამიანის ცხოვრების მიუკერძოებელი, ობიექტური კრიტიკა“ (ტრილოგია, მოცავს 1000 –ზე მეტ გვერდს)
  • “შეხვედრები არაჩვეულებრივ ადამიანებთან”
  • “ცხოვრება მაშინ არის ნამდვილი, როცა “მე ვარ”
  • ”მოახლოებული ღმერთის ჰეროლდი”
  • “მომავალი კეთილდღეობის მაცნე”

გიორგი გურჯიევი გარდაიცვალა 1949 წელს პარიზში.

საჯარო დისკუსია – უკრაინაში არსებული შიდა და საგარეო-პოლიტიკური ვითარების ანალიზი

27 ნოემბერს, 13:30 სთ-ზე  “კავკასიური სახლი” გიწვევთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსიაზე: უკრაინაში არსებული შიდა და საგარეო-პოლიტიკური ვითარების ანალიზი

მომხსენებელი: იაროსლავ კოვალჩუკი, პოლიტიკის კვლევების საერთაშორისო ცენტრის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე
თემა: პოლიტიკური ვითარება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

მომხსენებელი: ვიქტორ სლინჩაკი, მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ბორდის თავმჯდომარე
თემა: რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ყირიმის ანექსიის და დონბასში განვითარებული უახლესი მოვლენების ფონზე

სამუშაო ენა: რუსული
დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზ #1, პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

საჯარო დისკუსია იმართება მიმდინარე პროექტის „უკრაინა – გამოსავალი კრიზისიდან დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით

გლახო ზაქარიანისადმი მიძღვნილი საღამო

2014 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის  ნაციონალური ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში (გუდიაშვილის ქ. 7) გაიმართება  საიათ-ნოვას ერთ-ერთი  საუკეთესო შემსრულებლის, სომხეთის და საქართველოს დამსახურებული არტისტის, გლახო ზაქარიანისადმი  მიძღვნილი  საღამო  და  დისკის -,,გლახო- მეორე  სიცოცხლე,” პრეზენტაცია. საქართველოში  ვიზიტით ჩამოვა ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი ,სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ჰოვჰანეს მანუკიანი.  ასევე ღონისძიების ორგანოზატორები არიან: სომხეთის საელჩო საქართველოში,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი,  კულტურულ  ურთიერთობათა ცენტრი – ”კავკასიური სახლი”,  პარლამენტის ნაციონალური ბიბლიოთეკა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

მიხეილ ლოხვიცკის რომანის “ღმერთების ძიება” პრეზენტაცია.

2014 წლის 6 ნოემბერს, 18 საათზე “კავკასიურ სახლში” გაიმართება მიხეილ ლოხვიცკის რომანის “ღმერთების ძიება” ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

მთარგმნელი: მიხეილ ბეროშვილი.

მწერალზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

პრეზენტაციაზე საშუალება გექნებათ შეხვდეთ მთარგმნელს და შეიძინოთ წიგნი.

დასწრება თავისუფალია!

გიორგი კანაშვილი სტუმრად გადაცემა “ქრონიკაში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აფხაზ და ოს ხალხს საქართველოს ფარგლებში ავტონომია შესთავაზა. გთავაზობთ “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კანაშვილის კომენტარს აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით.

ტრენინგი კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი და არაძალადობრივი მეთოდებით მოგვარებაში

პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი, პოლონელი, რუსი, სომეხი, ქართველი და ჩეხი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კონფლიქტების დინამიკისა და მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის პრაქტიკული მექანიზმების შესახებ. ტრენინგი ჩატარდება 4-დან 10 აგვისტომდე ქალაქ თიანეთის მახლობლად.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროპული კომისიის მიერ. პუბლიკაციის შინაარსი არის ავტორის სრული პასუხისმგებლობა და ევროკომისია პასუხს არ აგებს ამ ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე.

 

პროექტი თანადაფინანსებულია ოკნო-პიასტ ვოლუვის მხარდაჭრით.

ქართულ-რუსული დიალოგი, ახალგაზრდა ეკონომისტების ვიზიტი

„კავკასიური სახლის“ პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრობლობისათვის“ ფარგლებში 22-27 ივლისს გაიმართა ქართველი და რუსი ახალგაზრდა ეკონომისტების შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შემდეგ სახელმწიფო უწყებებთან: ეკონომიკის სამინისტრო,  ენერგეტიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო (შემოსვლების სამსახურის თბილისი გაფორმების ზონა), ტურიზმის დეპარტამენტი და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.

 

ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავდა შეხვედრებს უნივერსიტეტებში და ეკონომიკის ექსპერტებთან. შეხვედრაში საქართველოდან და რუსეთიდან მონაწილეობა მიიღეს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური სკოლა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, პეტერბურგის უნივერსიტეტი, ჟურნალი „ექსპერტი“ (ურალის რედაქცია), გაზეთი „ვედომოსტი“, თსუ-სთან არსებული საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა (ISET), ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტელეკომპანია მაესტრო (ტელეგადაცემა „ბიზნესკონტაქტი“). ვიზიტის ბოლოს,  ქართველი და რუსი მონაწილეები შეთანხმდნენ საერთო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე, რომლებიც მოგვიანებით გამოიცემა.
კავკასიური სახლი უკვე მესამე წელია ახორციელებს აღნიშნულ პროექტს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-რუსული კონფლიქტის ტრანსფორმაციას სამოქალაქო დიალოგის საშუალებით. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი ვიზიტის განხორციელება.

დაეხმარე ნიკა გაბუნიას „კავკასიურ სახლთან“ ერთად

გვინდა დავეხმაროთ კახეთის რეგიონის, სოფელ ვაზისუბნის მკვიდრ, 17 წლის – ნიკა გაბუნიას, რომელსაც ამ რამოდენიმე წლის წინ ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. მკურნალობის შედეგად მოხერხდა ავადმყოფობის რემისია. 

მიუხედავად ნიკას რთული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მას მაინც უწევს მძიმე ფიზიკური შრომა, რადგან მისი ოჯახის წევრი მამაკაცები (მამა და პაპა) შეზღუდული უნარის მქონენი არიან. მძიმე შრომის შედეგად მიღებული მოსავალი არის ოჯახის ერთადერთი სარჩო.

ნიკას ოცნებაა შეიძინოს ე.წ. “ჩინური” ტრაქტორი (გამოიყენება მიწის მოსახნავად, საფარცხად, ტვირთის გადასაზიდად, ა.შ.), რომელიც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებდა ნიკას და მის ოჯახს ისედაც რთულ ყოფას.

ტრაქტორის საბაზრო საფასური დაახლოებით 5 ათას დოლარს შეადგენს (აქედან 1000 დოლარი შემოსავლის გადასახადია). “კავკასიური სახლი” საკუთარი რესურსებიდან გამოყოფს პირველ 500 ლარს. იმედი გვაქვს, რომ დანარჩენი თანხის აგროვება მოხერხდება კეთილი ადამიანების შემწეობით. ტექნიკის შეძენა/გადაცემასთან დაკავშირებული ფოტო და ფინანსური დოკუმენტაცია აიტვირთება „კავკასიური სახლი“ ვებ-გვერდზე.

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები : ა(ა)იპ „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი -კავკასიური სახლი“
ბანკი : სს „ საქართველოს ბანკი“
ანგარიშის ნომერი : GE67BG0000000830985800

ერთად ავუსრულოთ ნიკას ოცნება!

კავკასიური სახლის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 24 მარტს „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობა და კონფლიქტები უკრაინის მოვლენების ფონზე“. კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს ექსპერტებმა პარტნიორი ქვეყნებიდან (უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა), რუსმა ექსპერტმა სერგეი მარკედონოვმა, ბრიტანელმა ექპერტმა ჩეთემ ჰაუზის პროგრამის დირექტორმა, ჯეიმს ნიქსიმ, რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა ივლიანე ხაინდრავამ და სხვა.

ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამასა და მისი წევრიქვეყნების ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ჟურნალისტები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

კონფერენცია გაიმართა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.