Loading Events

« All Events

  • This event has passed.

აფხაზეთი სტალინსა და გორბაჩოვს შორის

12.4.2017 @ 19:00 - 20:30

12 აპრილს, 19:00 საათზე, Impact Hub Tbilisi-ში /,,ფაბრიკა”/ ,,კავკასიური სახლისა” და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია: ,,აფხაზეთი სტალინსა და გორბაჩოვს შორის: ნაციონალური პოლიტიკის ექო პერიფერიის პერიფერიაში”.

საბჭოთა კავშირი გრანდიოზული სოციალური ცვლილებებით ხასიათდებოდა, რომელიც არამარტო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, არამედ მთელ საზოგადოებას ეხებოდა. ცვლილებები შეეხო შავი ზღვის პირას არსებულ მცირე ტერიტორიებსაც. აფხაზეთი დროთა განმავლობაში საბჭოთა სახელმწიფოს ცენტრ მოსკოვსა და მის პერიფერია თბილისს შორის მანიპულაციის ობიექტი იყო.

როგორ ხდებოდა ნაციონალური იდენტობის მშენებლობა აფხაზეთში? რა ხდებოდა აფხაზეთში 1921 წლიდან? რა არის მისი პოლიტიკური და ნაციონალური მახასიათებლები? რა სახის დაპირისპირების სურათია ეთნიკურ კლანებს შორის? ლექცია შეეხება საბჭოთა აფხაზეთის ისტორიის 70 წლიან პერიოდს, რომლის მთავარი თემაა, თუ როგორ აისახა საბჭოთა კავშირის ნაციონალური პოლიტიკა პერიფერიის (საქართველო) პერიფერიაზე (აფხაზეთი).

ლექციას წაიკითხავს დავით ჯიშკარიანი – ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ნინოშვილის #8, 0102 თბილისი

Comments

comments

Details

Date:
12.4.2017
Time:
19:00 - 20:30

Organizer

Caucasian House
Email:
info@caucasianhouse.ge
Website:
caucasianhouse.ge

Venue

Impact Hub Tbilisi
Egnate Ninoshvili Street
Tbilisi, 0102 Georgia
+ Google Map