Loading Events

« All Events

  • This event has passed.

წიგნის პრეზენტაცია “მწვანე ანთოლოგია”

8th 12 2016 @ 18:00 - 20:00

ხუთშაბათს, 8 დეკემბერს 18:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი “კავკასიური სახლი“ გიწვევთ პუბლიკაციის

►მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით◄

პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციაზე ბუნდესტაგის წევრი გერმანიის მწვანეთა პარტიიდან (გაერთიანება 90/მწვანეები), ცნობილი ეკონომისტი გერჰარდ შიკი შემოგვთავაზებს მოხსენებას თემაზე ►რას ნიშნავს სოციალური სამართლიანობა 21-ე საუკუნეში◄.

* * *
გამოცემაში შესულია როგორც მწვანე ლიბერალი ავტორების (რალფ ფუქსი), ასევე მემარცხენე ეკონომიკური თეორიების მხარდამჭერი მეცნიერების (ვოლფგანგ შტრეეკი) სტატიები. წიგნში იბეჭდება გერმანიის მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მსოფლიოში ცნობილი ეკოფემინისტის პეტრა კელის მიმართვის ტექსტიც. პუბლიკაციაში ასევე შესულია ამონარიდი მკვლევართა მიერ პირველ ეკოსოციალისტ ავტორად აღიარებული რუდოლფ ბაროს წიგნიდან. ანთოლოგია მოიცავს დღემდე მოღვაწე მწვანე პოლიტიკოსების, ბუნდესტაგის მოქმედი დეპუტატების – გერჰარდ შიკისა და იურგენ ტრიტინის – უახლეს პუბლიკაციათა მონაკვეთებსაც. თავისუფალი საბაზრო ფუნდამენტალიზმისა და პლანეტის გადახურების ურთიერთკავშირის დასაბუთების მიზნით წიგნში კანადელი სამოქალაქო აქტივისტის ნაომი კლაინის წერილიც არის გამოქვეყნებული.

პრეზენტაცია გაიმართება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს, თბილისის ოფისში.
მისამართი: ზოვრეთის ქუჩა 38.
პრეზენტაციის ენა: გერმანული და ქართული (სინქრონული თარგმანი)

Comments

comments

Details

Date:
8th 12 2016
Time:
18:00 - 20:00

Organizer

Heinrich Boell Foundation, South Caucasus Regional Office
Phone:
0322 38 04 67
Email:
info[at]ge.boell.org
Website:
http://ge.boell.org/

Venue

Heinrich Boell Foundation, South Caucasus Regional Office
38 Giorgi Skhvitaradze Street
Tbilisi, 0160 Georgia
+ Google Map
Phone:
0322 38 04 67
Website:
http://ge.boell.org/