Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ფილმის ჩვენება თელავში – მე გადავცურე ენგური

13.10.2017 @ 17:00 - 19:00

13 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თელავში კავკასიური სახლი გეპატიჟებათ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის “მე გადავცურე ენგური” ჩვენებაზე.

ფილმის შესახებ:
ახალგაზრდა ქალი იღებს გადაწყვეტილებას, იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას, ის იკვლევს მასსავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ; ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობას. პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც ეხმარებიან მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში. ეს არის ამბავი, როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.

ენა: ქართული ინგლისური სუბტიტრებით.
დასაწყისი: 17:00
მისამართი: ვაჟა ფშაველას ქ. #3, თელავი
დასწრება თავისუფალია!

ფილმის ჩვენება ტარდება „კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში

თრეილერი:

Comments

comments

Details

Date:
13.10.2017
Time:
17:00 - 19:00

Organizer

Caucasian House
Email:
info@caucasianhouse.ge
Website:
caucasianhouse.ge

Venue

Centre for Civic Engagement Telavi
Vazha Pshavela Str 3
Telavi, Georgia
+ Google Map