Loading Events

« All Events

  • This event has passed.

Independencia კატალონიურად – ნაციონალიზმის აჩრდილი ევროპაში

12.10.2017 @ 18:00 - 19:30

12 ოქტომბერს, 18:00 საათზე „კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – Independencia კატალონიურად – ნაციონალიზმის აჩრდილი ევროპაში.

1 ოქტომბერს კატალონიაში რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფაზე რეფერენდუმი, ცენტრალური ხელისუფლების მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩატარდა. მასობრივ არეულობებში, სადაც ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა რეფერენდუმზე მისული მოქალაქეების დაშლას, დაშავდა 800-მდე ადამიანი. საბოლოოდ რეფერენდუმში ხმის მიცემა კატალონიის მოსახლეობის 42% მაინც შეძლო, საიდანაც 90% კატალონიის დამოუკიდებლობას მისცა ხმა. აღნიშნული პროცესი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე ევროკავშირის სტაბილურობას. თუმცა, მეორე მხრივ, წარმოადგენს მნიშვნელოვან დილემას თვითგამორკვევისა და დემოკრატიის პრინციპებისთვის.
დისკუსიაზე განხილული იქნება კატალონიის რეფერენდუმის ისტორიული წინაპირობები; მისი მნიშვნელობა ევროპაში არსებული კრიზისის კონტექსტში. ასევე, გაკეთდება პარალელები ქართულ კონფლიქტებთან მიმართებაში.

მომხსენებლები:
ბაქარ ბერეკაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი პოლიტიკურ მეცნიერებასა და კრიტიკულ თეორიაში;
გრიგოლ გეგელია ;პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი
გიორგი კანაშვილი ; „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი

საჯარო დისკუსია გაიმართება „კავკასიური სახლის“ საკონფერენციო დარბაზში;
სამუშაო ენა: ქართული
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის №20

დასწრება თავისუფალია!

Comments

comments

Details

Date:
12.10.2017
Time:
18:00 - 19:30

Organizer

Caucasian House
Email:
info@caucasianhouse.ge
Website:
caucasianhouse.ge

Venue

Caucasian House
Galaktion Tabidze 20
Tbilisi, Georgia
+ Google Map