Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სემინარი: კიბერუსაფრთხოება – კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები

19.9.2017 @ 19:00 - 20:30

საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და კიბერსივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“ და „კავკასიური სახლი“, 19 სექტემბერს, ერთდღიან სემინარს გამართავენ.

სემინარებზე განიხილება შემდეგი საკითხები:
– კიბერუსაფრთხოება და საქართველო, ახალი გამოწვევები;
– კიბერდანაშაული და მასთან დაკავშირებული საფრთხეები;
– პერსონალური მონაცემების დაცვა;
– კიბერსივრცე პროპაგანდის გავრცელების ყველაზე ეფექტური საშუალება. ჰიბრიდული ომები.

სემინარების ჩასატარებლად მოწვეულნი არიან შემდეგი სპიკერები:
1) ვლადიმერ სვანაძე – გამგეობის თავმჯდომარე, ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“;
2) ანდრია გოცირიძე – კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, თავდაცვის სამინისტროს „სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ დირექტორი 2014 – 2016 წლებში;
3) ალექსანდრე მეზურნიშვილი – ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ოფისი;
4) გიორგი პირველი – კიბერდანაშაულის ექსპერტი, პოლიციის აკადემია.

დასწრება თავისუფალია!
მისამართი: „კავკასიურ სახლი”, გ. ტაბიძის 20
დასაწყისი: 19:00 სთ

Comments

comments

Details

Date:
19.9.2017
Time:
19:00 - 20:30

Organizer

Caucasian House
Email:
info@caucasianhouse.ge
Website:
caucasianhouse.ge

Venue

Caucasian House
Galaktion Tabidze 20
Tbilisi, Georgia
+ Google Map