The Economy, ეს არის ელექტრონული ეკონომიკის სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების მიერ. 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე, ეკონომიკურ თეორიაში დამკვიდრებული დოგმების გამო, სტუდენტებს არ ჰქონდათ საშუალება შეესწავლათ, თუ რა იყო ისეთი გლობალური პრობლემების მიზეზი, როგორიცაა ეკონომიკური უთანასწორობა, სიღარიბე, ფინანსური კრიზისები და კლიმატური ცვლილება.  ამ წიგნით, ავტორებს სურდათ აღმოეფხვრათ ის უფსკრული, რაც არსებობდა რეალობასა და ეკონომიკის სახელმძღვანელოებს შორის. ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და იგი მოიცავს როგორც მიკროეკონომიკის, ასევე, მაკროეკონომიკის შესავალს. წიგნი სრულად ელექტრონულია, ინტერაქტიული სავარჯიშოებით, ამონარიდებით ეკონომიკის ისტორიიდან და მათემატიკური ჩანართებით. ამ წიგნში, ასევე მოცემულია მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების მცირე ვიდეო კომენტარები,  მათ შორის,  ჯოზეფ შტიგლიცის,  თომას პიკეტის, ჯეიმს ჰეკმანის, ელვინ როთისა და სხვების. ინფორმაცია წიგნის თანაავტორების შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

“კავკასიური სახლის” და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტის ფარგლებში იგეგმება რედაქტორთა საბჭოს შექმნა, რომელშიც შევლენ პროფესორ-მასწავლებლები ქართული უნივერსიტეტებიდან, ასევე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ეკონომისტები. ამ ეტაპზე მომზადების პროცესშია ეკონომიკის შესავალი კურსის სახელმძღვანელო და საჯარო ინტერესის გაღვივებისთვის, პერიოდულად შემოგთავაზებთ ამონარიდებს თარგმანებიდან. ამჯერად შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმძღვანელოს პირველ თავს, რომელიც ჯერ-ჯერობით არ არის რედაქტირებული და არც ციფრულ ვერსიაში გადაყვანილი. ეკონომიკის შესავალი კურსის სახელმძღვანელოს სრულყოფილი ფორმით გამოქვეყნება იგეგმება 2021 წლის სექტემბერში, ხოლო Doing Economics-ს ქართული ვერსიის მომზადება დასრულდება 2023 წელს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის ხელმძღვანელს, ტატო ხუნდაძეს ელექტრონულ ფოსტაზე: khunt758@newschool.edu

იხილეთ თარგმნილი ტექსტები