2012 წლიდან კავკასიური სახლი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათის“. შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც, კავკასიურმა სახლმა ჩათვლა, რომ საჭიროა ქართულ-რუსული დიალოგის რაიმე ფორმით დაწყება:

  • ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის კომუნიკაციის არარსებობა (ქართველი მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები, ეკონომიკური და სატრანსპორტო ბლოკადა);
  • 2008 წლის აგვისტოს ომი (რომლის შემდეგაც შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის);
  • მედია პროპაგანდა და „მტრის ხატის“ იმიჯის შექმნა ორივე ქვეყანაში;
  • თაობათა ცვლა (სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ახალ თაობას, რომელსაც არ აქვს ერთ სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილება და ცოტა რამ იციან ერთმანეთის შესახებ, გახდნენ პოლიტიკურად და სოციალურად აქტიურები)

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და რუს ახალგაზრდებს შორის ნდობის მშენებლობას და წვლილი შეიტანოს ქართულ-რუსული კონფლიქტის ტრანსფორმაციაში. ამისათვის ვიყენებთ ორ ძირითად კომპონენტს: დიალოგის წახალისება და აქტუალიზაცია ახალგაზრდა მკვლევარებს შორის და მეორე, გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის რეკომენდაციებისა და პოლიტიკური ალტერნატივების შემუშავება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სტატუს კვოს შეცვლას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თბილისში უკვე იმყოფებოდა 10 ჯგუფი რუსეთიდან, ასევე, 2013-2014 წლის თებერვალში ქართველი ახალგაზრდა მკვლევარების ჯგუფი ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში, სადაც გაიმართა შეხვედრები რუსეთში ოფიციალურ პირებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან.

შეხვედრების სტრუქტურა:

ინფორმაციული კომპონენტი – პროექტის მონაწილეებს საშუალება აქვთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებისა და აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიიღონ როგოც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, ასევე უშუალოდ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან. შეხვედრები იმართება ძირითადად შემდეგ უწყებებთან: საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ – მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან. ასევე, ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.

ანალიტიკური კომპონენტი – ვიზიტის ბოლო ორი დღე ეთმობა ჯგუფში მუშაობას და დისკუსიებს ქართველ და რუს ახლაგაზრდა მკვლევარებს შორის. დისკუსიების შედეგად მონაწილეები თანხმდებიან ერთობლივი პოლიტიკური დოკუმენტის საკითხზე. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ხუთი პუბლიკაცია, რომელიც ეხება ქართულ-რუსული ურთიერთობების სხვადასხვა საკითხებს. პუბლიკაციების სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული.

Comments

comments