”კავკასიური სახლის ინტერნეტ დღიურის”ვიდეო ჩანაწერები პირველად 2011 წლის ნოემბერში გავიდა საქართველოში არსებულ ყველა ხელმისაწვდომ სოციალურ ქსელსა თუ მიკრობლოგინგის გვერდებზე (ფეისბუქი, იუთუბი, ტვიტერი).

”კავკასიური სახლი” ფლობს უნიკალურ ვიდეო არქივს, რომელიც მოიცავს ორგანიზაციაში და მის კედლებს გარეთ მიმდინარე ძირითად კულტურულ მოვლენებს, ასევე ვიდეო ფილმებს (მათ შორის დოკუმენტურ მასალებს, რომელიც გადაღებულია საქარველოს რეგიონებში), შაბათ-კვირის სკოლის ბავშვების და ”კავკასიური სახლის” სტუდენტების მიერ გადაღებულ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმებს, ”კავკასიურ სახლში’ ჩატარებულ კონცერტებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

”ინტერნეტ დღიურის” ფარგლებში გადაცემები მზადდება როგორც კავკასიურ, ასევე რუსულ და ევროპულ ენებზე.

”კავკასიური სახლის ინტერნეტ დღიურის” საშუალებით პერიოდულად მიმდინარეობს როგორც საარქივო, ასევე ახალი ვიდეო-დოკუმენტაციის ატვირთვა და საზოგადოებისთვის მათი გაზიარება, რაც სრულიად გამჭვირვალეს ხდის ორგანიზაციის საქმიანობას, ამავე დროს წარმოაჩენს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს.

მასალები სანახავად იხილეთ ბმული.

პროექტი ”კავკასიური სახლის ინტერნეტ დღიური” ხორციელდება ევროპული ფონდი HORIZON-ის დახმარებით.

Comments

comments