კავკასიური სახლი“ შეიქმნა  “მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის” ბაზაზე. „კოლეგიის“
მიზანი იყო მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების თარგმნა ქართულად და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია.

დროთა განმავლობაში „კავკასიური სახლის“ მიზნები გასცდა „კოლეგიის“ ტრადიციულ საქმიანობათა ფარგლებს, თუმცა ორგანიზაციის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავაც რჩება მხატვრული თარგმანისა და ზოგადად კულტურული პროცესების განვითარების ხელშეწყობა.

ყოველწლიურად „კავკასიური სახლი“ 10-მდე ნამუშევარს გამოსცემს.
ორგანიზაციის საგამომცემლო საქმიანობის სრულად ნახვის მიზნით, გთხოვთ იხილოთ ბმული.

ძირითადი დონორი: „ევროპული ფონდი – ჰორიზონტი“.

Comments

comments