კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი არის ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიაში, რომელიც მუშაობს მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე რეგიონში. ამ მიმართულებით კავკასიურმა სახლმა ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამართა არაერთი რეგიონალური და საერთაშირისო კონფერენცია, ჩაატარა კვლევები და შექმნა ანალიტიკური ნაშრომები კონფლიქტებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ამასთან, ხელს უწყობდა კავკასიის კონფლიქტური რეგიონებიდან პირადი შეხვედრების ორგანიზებას  პოლიტიკოსებს, სამეცნიერო სფეროს და არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლებს შორის.

2014 წელს კავკასიურმა სახლმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება: უკრაინა გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით. პროექტს ორი მიზანი აქვს. ერთი მხრივ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, საქართველოში უკრაინელი და რუსი საშუალო რანგის ოფიციალური პირების პირისპირ შეხვედრების მეშვეობით; და მეორე მხრივ, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მხარდაჭერა საქართველოს გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

პროექტი შედგება ორი კომპონენტისგან:

  • დიალოგის კომპონენტი – ეს კომპონენტი მოიცავს რუსი და უკრაინელი ექსპერტების, მათ შორის უკრაინის საშუალო რგოლის ოფიციალური პირების, სამეცნიერო წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრას მათ რუს კოლეგებთან. აღნიშნული კომპონენტის მთავარი მიზნებია: ა) დაპირისპირების შემცირება და რაციონალური დამოკიდებულების მხარდაჭერა უკრაინელ და რუს ექსპერტებს შორის ერთობლივი დისკუსიისა და საერთო ინიციატივების მხარდაჭერის საშუალებით; ბ) რუსი და უკრაინელი ექსპერტების მხარდაჭერა საერთო პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში, სადაც ასახული იქნება უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული პრობლემები და მათი მოგვარების შესაძლო გზები.
  • სასწავლო ვიზიტები საქართველოში – აღნიშნული ვიზიტები გულისხმობს უკრაინის საშუალო რგოლის ოფიციალური პირების, სამეცნიერო წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრებს მათ ქართველ კოლეგებთან. ეს კომპონენტი მოიცავს შეხვედრებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ისე ოფიციალურ პირებთან. ზემოაღნიშნული შეხვედრები ემსახურება ორ მთავარ მიზანს: ა) საქართველოს გამოცდილების გაზიარება საქართველოს შიდა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ბ) საქართველოში გატარებული რეფორმების გაცნობა შემდეგ სფეროებში: ადმინისტრაციული რეფორმა, თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის რეფორმა, მართლმსაჯულების სფერო, ანტიკორუფციული რეფორმა, განათლება და ჯანდაცვა.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტების პროგრამის ფონდის ფინანსური მხარდაჭრით

Comments

comments