კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი აცხადებს მიღებას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ქართულენოვან ჯგუფში.

კავკასია გეოგრაფიული მდებარეობის, ეთნიკურ–ენობრივი მრავალფეროვნების, პოლიტიკური კონფლიქტებისა და სხვადასხვა გარეფატორების გეოპოლიტიკური ინტერესების გამო თანამედროვე  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია.  საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება, როგორც სამხრეთ ნაწილის ორივე რესპუბლიკას, ასევე ჩრდილოეთ ნაწილის თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველო, მეტნაკლები წარმატებით ახერხებდა, რეგიონის მასშტაბით უნიკალური მდებარეობის გამოყენებას.

”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”  ათწლეულებია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული  განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ჰუმანიტარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს.

სწორედ არსებული პოლიტიკისა და ორგანიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ”კავკასიური სახლი”, 2008 წლიდან ”ევროპული ფონდი ”Horizon” – ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  ”კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი”.

პროექტის მიზანია:

მისცეს საფუძვლიანი ცოდნა როგორც  ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს კავკასიაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენათა შესახებ; ასევე კავკასიელი ხალხების  ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში ლექცია – სემინარები ჩატარდება თვეში სამჯერ. რეგიონის მსმენელთათვის ლექციები გადაიცემა ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმში.

გარდა წინასწარ დაგეგმილი ლექციებისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ე. წ. „საუბრები აქტუალურზე“, სადაც მსმენელები თვითონ იქნებიან მომხსენებლები და მოდერატორები.

დაინტერესების შემთხვევაში მათ აგრეთვე მიეცემათ საშუალება “კავკასიური სახლის: ვიდეოსტუდიის ტექნიკის გამოყენებით  გადაიღონ დუკუმენტური ფილმები კავკასიურ თემატიკაზე.

პროექტის მსმენელებს სურვილის შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ კავკასიურ სახლში გამართულ სხვა კულტურულ ღონისძიებებს – მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, პერფომანსებს და ა. შ.

სასწავლო წლის ბოლოს პროექტის მსმენელთა მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ მოხსენებებს მათთვის სასურველ თემებზე.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები 

  • ასაკი: 18-35 წელი
  • განათლება: საშუალო, უმაღლესი
  • ენები:  აუცილებელია ქართული ენის ცოდნა
  • ინტერესი კავკასიური თემატიკისადმი და მიღებული ცოდნის საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების სურვილი

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tujuxu@gmail.com ან beroshvili@hotmail.com

სახალხო უნივერსიტეტში მიღება მოხდება ანკეტისა და გასაუბრების საფუძველზე.

სახალხო უნივერსიტეტში სწავლა უფასოა.

სწავლის ხანგრძლივობაა 1 წელი.

ლექციები ჩატარდება  კავკასიურ სახლში, მისამართზე: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქ.20

განცხადებები მიიღება 9 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს თამარ უჯუხუს.

საკონტაქტო ელფოსტა: tujuxu@gmail.com; ან beroshvili@hotmail.com,

მობ: 577 20 21 03; 577 33 71 72

ჩვენი პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, თელავსა და ნუკრიანში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) შეუძლიათ შეავსონ შესაბამისი განაცხადი და გამოაგზავნონ მითითებულ იმეილზე. გთხოვთ, მიუთითოთ რეგიონი.

Facebook
Twitter
LinkedIn