ახალგაზრდები: ყოველდღიურობა საქართველოში

14 დეკემბერს, 19:00 საათზე „კავკასიურ სახლში“ გეპატიჟებით ვიდეოს ჩვენებაზე – „ახალგაზრდები: ყოველდღიურობა საქართველოში“.

ვიდეო შედგება ხუთი ინტერვიუსგან, სადაც რესპონდენტები გვიზიარებენ იმ ყოველდღიურობას, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდების უმრავლესობა საკუთარ თავზე განიცდის. ხუთივე მათგანი დასაქმებულია, მათი ძირითადი ნაწილი – მომსახურების სფეროში. ინტერვიუებიდან შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ აფასებენ ვალერი, ანა, ლუკა, ლადო და ნინო მათ წინაშე შექმნილ რეალობას, მიღებულ განათლებას და სამუშაო პირობებს, როგორ უყურებენ მომავალს, რა მოლოდინები და იმედები აქვთ. ახალგაზრდების ისტორიები იმეორებს ერთმანეთს და ქვეყანაში დღეს არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას წარმოაჩენს.

ინტერვიუების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

მომხსენებლები:
გიორგი ღვინჯილია – სოციალური აქტივისტი
თამუნა ქებურია – “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” პროექტების კოორდინატორი, სოციოლოგი

მოდერატორი:
ვანო აბრამაშვილი – “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი

მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის ქ. 20
დასწრება თავისუფალია!

ვიდეო გადაღებულია კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა”.

Comments

comments