სალექციო კურსი: სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა

„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსზე „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად

პროექტის შინაარსი

„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. პროექტის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს  დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი სამდღიანი სემინარი, რომლებიც ჩატარდება არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ან ონლაინ სივრცეში.

სემინარები ჩატარდება მარტში, აპრილსა და მაისში.

სემინარების ციკლის გავლის შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი კონფლიქტების ანალიზსა და მშვიდობის მშენებლობაში.

პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ ახალგაზრდულ დიალოგსა და სასწავლო ვიზიტში, რომელიც გაიმართება საზღვარგარეთ.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ასაკი: 20-30 წელი;
  • სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებსაც სურთ შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის მიმართულებით.

პროექტის მონაწილეების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

მონაწილეების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალ-გაზრდებს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმაhttps://bit.ly/3ptlbMz

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 იანვარი.

პროექტში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს “კავკასიური სახლი.”

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  caucasian.house.application@gmail.com

პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

Comments

comments