შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმი: ახალგაზრდები მდგრადი მშვიდობისთვის

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სასწავლო პროექტში ,,შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის დიალოგი: ახალგაზრდები მდგრადი მშვიდობისთვის“

პროექტის მიზანი
სადისკუსიო პლატფორმა ,,შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის დიალოგი: ახალგაზრდები მდგრადი მშვიდობისთვის“ ითვალისწინებს შავი ზღვის აუზისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალებისა და სტუდენტების ჩართვას მნიშვნელოვან რეგიონალურ საკითხებზე დისკუსიის წასახალისებლად.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს უკეთესად შეიცნონ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესები. განხილული იქნება ასევე ის გამოწვევებიც, რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დღესაც დგანან. თითოეული მათგანი ადგას თავის უნიკალურ გზას დემოკრატიზაციისკენ, რომელსაც ახლავს სოციალური და რიგ შემთხვევაში ეთნიკური კონფლიქტები. მსოფლიოს ამ ნაწილში ჯერ კიდევ რჩება მრავალი გადაუჭრელი საკითხი, რომლის გარშემოც არსებობს განსხავებული ხედვები, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია არსებობდეს აზრთა გაცვლის შესაძლებლობა იმ საკითხებზე, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას და დღესაც დგას რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგში.

კურსის მიზანი:
* შეიქმნას მდგრადი პლატფორმა შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა ექსპერტებს შორის ინფორმაციის გასავრცელებლად;
* მომზადდეს ახალგაზრდა თაობის ექსპერტების ჯგუფი, რომელიც შეძლებს გაამრავალფეროვნოს რეგიონის განვითარებისა და მშვიდობის მშენებლობის ხედვები;
* წახალისდეს დისკუსია რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით ტრანსფორმაციასა და გარდამავალ პერიოდში არსებულ გამოწვევებზე.

პროექტის კომპონენტები
* 4 დღიანი საგანმანათლებლო პროგრამა. უნგრეთი, 9-12 მაისი, 2018;
* მოწვეული უცხოელი მომხსენებლები წაიკითხავენ ლექციებს დემოკრატიზაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე, აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პოლიტიკაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ასევე შავი ზღვის აუზში კონფლიქტების მართვის პროცესზე;
*კურსის მსვლელობისას გაიმართება ახალგაზრდული ფორუმი, სადაც პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ხედვები გაუზიარონ ერთმანეთს მათი ქვეყნებისა და რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე. საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება კავკასიური სახლის და მისი ევროპელი პარტნიორების გვერდებზე.
* შავი ზღვის რეგიონიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეირჩევა სულ 20 მონაწილე.
სამუშაო ენა – ინგლისური.

ხარჯები
მგზავრობასთან და განთავსებასთან (კვება მათ შორის) დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავს კავკასიური სახლი.

შერჩევის პირობები:
* ასაკი: 20-30 წელი;
* სამიზნე ჯგუფი: პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის და მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტები და კურსდამთავრებულები;
* აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სახელმწიფო მოხელეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები;
* ინგლისური ენის ცოდნა;

განაცხადის შემოტანა:
გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი არაუგვიანეს 2018 წლის 23 მარტისა.
ელ. მისამართზე: application@caucasianhouse.ge
გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ 30 მარტს.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის ასისტენტს – ივანე აბრამაშვილს ელ. მისამართზე: ivane.abramashvili@caucasianhouse.ge

კავკასიური სახლის შესახებ
კავკასიური სახლის საქმიანობა მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და მშვიდობის მშენებლობის საკითხებს. ორგანიზაციის მიზანია შექმნას საფუძველი ერთიანი კულტურული, იდეური და ინტელექტუალური სივრცისთვის კავკასიასა და უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონში.

კავკასიური სახლის საქმიანობა მიმართულია სამოქალაქო და სამშვიდობო განათლების გაძლიერებაზე, ასევე ინტერკულტურული დიალოგისა და ტოლერანტობის წახალისებაზე. კავკასიური სახლი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აქტიურად მუშაობს კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხელშეწყობაზე სამოქალაქო დიპლომატიისა და სხვადსხვა ახალგაზრდული პროექტის საშუალებით.

პროექტი ხორციელდება Black Sea Trust, a project of the German Marshall Fund of the United States ფინანსური მხარდაჭერით.

Comments

comments