13 ივლისს კავკასიური სახლში გაიმართა გამოფენა ,,ქალაქის ურბანული და ეკოლოგიური განვითარება’’. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კავკასიური სახლის სალექციო კურსის მონაწილეების სამოყვარულო ფოტო ნამუშევრები.

ღონისძიებაზე ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ფოტოს ავტორი ცია ლაბაძე დაჯილდოვდა ფოტოაპარატით Fujifilm Intax 8 Mini . ხოლო საუკეთესო ბლოგის ავტორს თათია ქინქლაძეს გადაეცა ქინდლი. გამარჯვებული ბლოგი განთავსდება კავკასიური სახლის ანალიტიკურ ვებ-გვერდზე regional-dialogue.com

კონკურსი ჩატარდა კავკასიური სახლის სალექციო კურსის კურსდამთავრებულთა ინიციატივით, კავკასიური სახლისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-ის პროექტის “ახალგაზრდული სამოქალაქო ინიციატივა” ფარგლებში.

Facebook
Twitter
LinkedIn