სალექციო კურსი ახალგაზრდა ისტორიკოსებისთვისა და სამოქალაქო განათლების სპეციალისტებისთვის

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“ იწვევს ახალგაზრდა ისტორიკოსებსა და სამოქალაქო განათლების სპეციალისტებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის შესახებ

კავკასიური სახლი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „შერიგების ხელშეწყობა საქართველოს წარსულის გააზრების გზით.“ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო და აკადემიურ სივრცეში ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების წარმოქმნის, განვითარებისა და შედეგების კრიტიკულ ანალიზს; მოახდინოს ისტორიკოსებისა და კონფლიქტოლოგების ჩართვა მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა სამოქალაქო დიალოგის ფორმატებში.

პროექტი ახალგაზრდა ისტორიკოსებს საშუალებას აძლევს მიიღონ აკადემიური ცოდნა ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა: ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების არსი და ისტორია, ისტორიული მეხსიერების ფორმირება, ნაციონალიზმი და ნაციონალიზმის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში,  მშვიდობის მშენებლობის ძირითადი პრინციპები და სამშვიდობო განათლების როლი შერიგების პოლიტიკაში.

პროექტი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან:

  1. პირველ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან ორთვიან სალექციო კურსს ზემოხსენებულ თემატიკაზე. სალექციო კურსი გაიმართება კავკასიურ სახლში, კვირაში ორჯერ. კურსს გაუძღვებიან მოწვეული ლექტორები და პროფესორები ისტორიის, სოციოლოგიის, კონფლიქტოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში.
  2. პროექტის მეორე ეტაპზე, სალექციო კურსის გავლის შემდეგ შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდულ დიალოგსა და სასწავლო ვიზიტში, რომელიც გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მას შემდეგ, რაც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება.

 შერჩევის კრიტერიუმები:

  • ასაკი: 22-35 წელი;
  • სამიზნე ჯგუფი: ბაკალავრის ხარისხის მქონე ისტორიკოსები ან ისტორიის მკვლევრები, ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები, ისტორიისა და სამოქალაქო საზოგადოების განათლების პედაგოგები.
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ რუსული ენის მცოდნე კანდიდატებს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 28 მარტი.

პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს “კავკასიური სახლი.”

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:  applicationcaucasianhouse@gmail.com 

Comments

comments