“კავკასიური სახლის” სახალხო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი აცხადებს მიღებას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ქართულენოვან ჯგუფში 2021 სასწავლო წლისათვის.

კავკასია გეოგრაფიული მდებარეობის, ეთნიკურ–ენობრივი მრავალფეროვნების, პოლიტიკური კონფლიქტებისა და სხვადასხვა გარეფატორების გეოპოლიტიკური ინტერესების გამო თანამედროვე  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია.  საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება, როგორც სამხრეთ ნაწილის ორივე რესპუბლიკას, ასევე ჩრდილოეთ ნაწილის თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველო, მეტნაკლები წარმატებით ახერხებდა, რეგიონის მასშტაბით უნიკალური მდებარეობის გამოყენებას.

”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”  ათწლეულებია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული  განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ჰუმანიტარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს.

სწორედ არსებული პოლიტიკისა და ორგანიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ”კავკასიური სახლი”, 2008 წლიდან ”ევროპული ფონდი ”Horizon” – ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  ”კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი”.

პროექტის მიზანია:

მისცეს საფუძვლიანი ცოდნა როგორც  ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს კავკასიაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენათა შესახებ; ასევე კავკასიელი ხალხების  ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში ლექცია – სემინარები ჩატარდება თვეში სამჯერ.

გარდა წინასწარ დაგეგმილი ლექციებისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ე. წ. „საუბრები აქტუალურზე“, სადაც მსმენელები თვითონ იქნებიან მომხსენებლები და მოდერატორები.

სასწავლო წლის განმავლობაში „სახალხო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაცია და მისი რეგიონული თანაკოორდინატორები ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თბილისში, წეროვანში, თელავში, ყვარელში, სოფლებში – ახალსოფელში და ნუკრიანში (კახეთის რეგიონი) მუდმივად კავშირში არიან მსმენელებთან და კონსულტაციებს უწევენ მათ.

გვინდა ასევე შეგატყობინოთ, რომ პანდემიამ მთლიანად შეცვალა ჩვენი დღის წესრიგი. ისევე როგორც 2020 წელს, 2021 წელსაც სწავლება გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში. ლექციების ჩანაწერები თვის გარკვეულ რიცხვში და დროს, რომლის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ ჩვენს მსმენელებს, წინასწარ აიტვირთება ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე, რომელთა მოსმენის შემდეგაც მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ გააკეთონ საკუთარი შეფასებები ლექციების აქტუალობის, მათი ხარიხის შესახებ, ასევე გამოთქვან სურვილები რომელ თემებზე ისურვებდნენ მომდევნო ლექციების მოსმენას.

მაგრამ ჩვენი მუშაობა ამით არ შემოიფარგლება; ვითარებიდან გამომდინარე, მსმენელები ნახავენ ონლაინ ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული კულტურული ძეგლების, მუზეუმებში დაცული საინტერესო ექსპონატების შესახებ. მათ აგრეთვე ეძლევათ შესაძლებლობა ნახონ „კავკასიური სახლის“ მიერ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები და იმსჯელონ იქ წამოჭრილი პრობლემების ირგვლივ ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე.

ჩვენი მსმენელების ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს ჯგუფში აიტვირთება სტატიები, კვლევები, საარქივო მასალები კავკასიის ხალხების ისტორიის, ეთნოგრაფიის, ქართულ-კავკასიური, კავკასიურ-რუსული ურთიერთობების, ასევე გამოჩენილი კავკასიელების ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.

ასევე: „სახალხო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაცია სთავაზობს ჩვენს მსმენელებს სურვილის მიხედვით მოამზადონ ესეები, ჩანახატები თავიანთი ცხოვრების შესახებ პანდემიურ გარემოში, ასევე მოგვაწოდონ მოთხრობები, ლექსები, თარგმანები, რომელთაც ჩვენი სპეციალისტები გაუწევენ სათანადო რედაქტირებას, რის შემდეგაც ისინი აიტვირთება ჩვენს ჯგუფში, მათგან გამორჩეულები კი წლის ბოლოს დაიბეჭდება ჩენს სტუდენტურ ალმანახში.

ამის გარდა, მსმენელებს ვთავაზობთ სურვილისდა მიხედვით თვითონ გადაიღონ 5-10 წუთიანი მინიდოკუმენტური ფილმები მათ რეგიონში არსებული კულტურული ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ. თუ თქვენ ვერ შესძლებთ მათ დამონტჟებას, ამას თქვენთან კონსულტაციით გააკეთებენ ჩვენი გუნდის წევრები. ეს ვიდეორგოლები აიტვირთება ჩვენს ჯგუფში, ხოლო წლის ბოლო ერთ დოკუმენტურ ფილმად გაერთიანდება.

მთელი წლის განმავლობაში კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები მზად არიან უპასუხონ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს პროექტის მიმდინარეობის, ასევე თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

სასწავლო წლის ბოლოს პროექტის მსმენელთა მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ მოხსენებებს მათთვის სასურველ თემებზე.

წლის ბოლოს გაიცემა ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები: 

  • ასაკი: 18-35 წელი
  • განათლება: საშუალო, უმაღლესი
  • ენები:  აუცილებელია ქართული ენის ცოდნა
  • ინტერესი კავკასიური თემატიკისადმი და მიღებული ცოდნის საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების სურვილი

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ ანკეტა და თქვენს რეზიუმესთან (CV) და ფოტოსთან (3×4) ერთად გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tujuxu@gmail.com ან beroshvili@hotmail.com

სახალხო უნივერსიტეტში მიღება მოხდება ანკეტის გაცნობის საფუძველზე.

სახალხო უნივერსიტეტში სწავლა უფასოა.

სწავლის ხანგრძლივობაა 1 წელი.

განცხადებები მიიღება მისი გამოქვეყნებიდან 31 იანვრის ჩათვლით

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს თამარ უჯუხუს.

საკონტაქტო ელფოსტა: tujuxu@gmail.com; ან beroshvili@hotmail.com,

მობ: 577 20 21 03; 577 33 71 72

ჩვენი პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეავსონ შესაბამისი განაცხადი და გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. გთხოვთ, მიუთითოთ რეგიონი.

„სახალხო უნივერსიტეტის“ განვლილი წლის მუშაობის შესახებ იხილეთ იხილეთ მასალები მითითებულ გვერზე: https://www.facebook.com/groups/2793324977393039

კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

Comments

comments