[vc_row][vc_column][vc_column_text]ა(ა)იპ დედოფლისწყაროს სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯი“ ა(ა)იპ „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი კავკასიური სახლის“ დაფინანსებით დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად აცხადებს შემოქმედებით კონკურსს „დედოფლისწყარო: ჩემი სამშობლო-ჩემი კუთხე“ მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის. (მოსწავლეთა ასაკი შეუზღუდავია).
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა ასახავდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრავალეროვანი მოსახლეობის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა თვითმყოფადობას, მათ ისტორიას, ცხოვრებას, ეროვნულ თავისებურებებს და ტრადიციებს, ურთიერთობას სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.
კონკურსზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი სახის და ჟანრის (მათ შორის, ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოები, ნახატი, ხელნაკეთი ნივთი, აპლიკაცია, ნაქარგი, ნაქსოვი და სხვა.) ნამუშევარი. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ მოიძიონ ამბები, ფაქტები, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, ნაციონალური ტანსაცმლის და საოჯახო ნივთების ნიმუშები, საინტერესო თქმულებები, ლეგენდები, ზღაპრები თავიანთი ხალხის ისტორიიდან, გააკეთონ საინტერესო მთხრობელების (ასაკოვანი ადამიანების) ვიდეო ან აუდიოჩანაწერები, საინტერესო ადამიანების ცხოვრების და წარმატების ამსახველი მასალები, ტრადიციული საკვების რეცეპტები და საკვების მომზადების პროცესის ამსახველი ფოტოები. გააკეთონ შესაბამისი დოკუმენტური ჩანაწერები (მათ შორის, ვიდეო და აუდიო), შეაგროვონ და წარმოადგინონ ძველი და ახალი საოჯახო და სხვა ფოტოსურათები თანდართული ისტორიებით.

წარმოდგენილი მასალა გამოიფინება დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და განთავსდება ვებ-გვერდზე: ngokhornabuji.wordpress.com
youtube.com

 

გამოფენის დასრულების შემდეგ მასალები პატრონებს დაუბრუნდება.

ნამუშევრები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულად ან სხვა ენაზე სათანადო ქართული განმარტებებით.

შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება 17 სექტემბერს, 15:00 საათზე.

მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, 9 ძმის ქ. N10, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

საკონტაქტო პირები:

599572 842 – მანანა ყატაშვილი

595 090 774 – ლალი გურასპაული

577 202 104  -მიხო ბეროშვილი, კავკასიური სახლი[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn