კონკურსი მცირებიუჯეტიანი კულტურული პროექტების წასახალისებლად

,,კავკასიური სახლის” პროექტი ,,კულტურის კალენდარი” 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

2015 წლიდან პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი (500 ლარის ოდენობით) ინიციატივები კულტურის სფეროში და ერთჯერადი ღონისძიებები, როგორიცაა: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა. დაფინანსებული პროექტების განხორციელებისას აუცილებელია შესრულდეს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არსებული რეკომენდაციები.

ღია კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების ჩასატარებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ ,,კავკასიური სახლის” ინფრასტრუქტურით (გარე ეზო და სხვ.). ამგვარი საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტმა წინასწარ უნდა აცნობოს ორგანიზაციას.

კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებები და შესაბამისი ორგანიზაციები. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თანდართული განაცხადის შევსება (იხილეთ შესავსები ფორმა).

დამატებითი პირობები

  • კონკურსში მიიღება მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების განაცხადები.
  • საპროექტო განაცხადს თან უნდა ჰქონდეს დართული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 5 აგვისტო.

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 10 აგვისტოს.

გაითვალისწინეთ: პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის 18 ოქტომბრამდე!

შევსებული პროექტის განაცხადი გთოხვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@caucasianhouse.ge

გთხოვთ წერილის საგანში მიუთითოთ „კულტურის კალენდარი“

დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს, მარიკა ტყეშელაშვილს შემდეგ ელ.ფოსტაზე – marika.tkeshelashvili@gmail.com

Comments

comments