„კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ 2017 წლის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

პროექტ „კავკასიური სახლის სახალხო უნივესიტეტის“ ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ 2017 წლის მსმენელებს თბილისსა და რეგიონებში.

სერტიფიკატების გადაცემა ქუთაისში

22 დეკემბერს პროექტის კოორდინატორი თამარ უჯუხუ და მონიტორინგის ჯგუფის წევრები : ნინო კაციტაძე, ლიკა ლოლაშვილი და გიორგი ნათენაძე გაემგზავრნენ რეგიონებში. თავდაპირველად, ისინი ესტუმრნენ ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესს“, სადაც მათ გასული სასწავლო წლის კურსდამთავრებულები ელოდებოდნენ. ისინი სკაიპჩართვებით ისმენდნენ ლექციებს „კავკასიური სახლიდან“. პროექტის კოორდინატორი თამარ უჯუხუ შეხვდა სკოლის აღ. დირექტორს. მათ სტუდენტებს ერთად გადასცეს სერტიფიკატები. იქვე ნარჩენები იყო 2017 წლის შემაჯამებელი ვიდეორგოლი.

 

ზუგდიდის ბიბლიოთეკა

23 დეკემბერს პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი ესტუმრა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტსა და ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკას. რეგიონალურმა ასისტენტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ყოველ წელს იზრდება „სახალხო უნივერსიტეტის“ მონაწილეობის მსურველთა რიცხვი.

ლექციების მოდერატორმა ლევან ლორთქიფანიძემ სკაიპჩართვით მიმართა ახალგაზრდებს  ქუთაისსა და ზუგდიდში.

 

 

თელავი

26 დეკემბერს  თამარ უჯუხუ, ლევან ლორთქიფანიძე და მონიტორინგის ჯგუფი გიორგი მაღრაძისა და ლიკა ლოლაშვილის მონაწილეობით გაემგზავრნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათ სერტიფიკატები გადასცეს მსმენელებს. გაიმართა შეხვდრა უნივერსიტეტის რექტორ პროფესორ ირმა შიოშვილთან. სტუმრებმა უნივერსიტეტსა და სტუდენტებს გადასცეს „კავკასიური სახლის“ გამოცემული წიგნები და ჟურნალ „აფრის“ სხვადასხვა ნომრები. „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელთა თელავში ვიზიტი გააშუქა რეგიონულმა ტელევიზია „თანამგზავრმა“.

თბილისი

25 დეკემბერს პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს უკვე თბილისში. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ თამარ უჯუხუმა და ლევან ლორთქიფანიძემ ახალგაზრდებს შემდგომი წარმატებები უსურვეს.

 

პროექტი „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი“ აცხადებს 2018 წლის მსმენელების მიღებას. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ბმული.

Comments

comments