ვირუსული დღიურები

ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების გამო მთელი წელია “კავკასიური სახლის” სახალხო უნივერსიტეტის მსმენელები სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მონაწილეობენ. მხოლოდ სამი ლექცია ჩატარდა იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში. გაჩნდა საფრთხე, რომ დისტანციური მეთოდების გამოყენების კვალდაკვალ ჩვენი სტუდენტები ერთმანეთის კარგად გაცნობას ვერ შეძლებდნენ და საერთო ჯგუფის წევრობის განცდა არ ჩამოუყალიბდებოდათ. აქედან გამომდინარე, პროექტის კოორდინატორებმა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიღმა სხვა ღონისძიებების ორგანიზებაც აიღეს საკუთარ თავზე.

ბ-ნი მიხო ბეროშვილისა და ქ-ნი თამარ უჯუხუს ხელმძღვანელობით “კავკასიური სახლის” სახალხო უნივერსიტეტის მსმენელთა ნაწილმა დაიწყო საგანგებო დღიურების წარმოება. სტუდენტები დღიურებში მოგვითხრობდნენ Covid 19-ის გავრცელების შედეგად შეცვლილი ყოველდღიურობის, სოციალური ყოფისა და განათლების სისტემის შესახებ. მარტიდან მოყოლებული ახალგაზრდების ნაშრომები სახალხო უნივერსიტეტის Facebook ჯგუფში იტვირთება, რასაც თან მრავალეროვანი დისკუსია ახლავს ხოლმე.

სეზონის მიწურულს სახალხო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მსმენელთა ჩანაწერების ერთჯერადი ელექტრონული გაზეთის სახით შეკვრა განიზრახა. წინადადებას არაერთი სტუდენტი ენთუზიაზმით შეეგება, ისინი აქტიურად ჩაერთვნენ გამოცემის მომზადების პროცესში. ადმინისტრაციისა და “უნივერსიტეტელების” შრომის წყალობით უკვე შეგვიძლია, რომ ერთჯერადი გამოცემა თქვენ წინაშე წარვადგინოთ.

იხილეთ ინტერნეტგაზეთი

Comments

comments