მრგვალი მაგიდა ზუგდიდში: კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები

13 მარტს, 14 საათზე ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, „კავკასიური სახლისა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა:

„კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“

მომხსენებლები:
არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი
ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი
დავით ლოგუა – სახელმწიფო მართვის მაგისტრი

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე. ასევე გაანალიზდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.

მისამართი: რუსთაველის ქ. 52
დასწრება თავისუფალია!

დისკუსია ტარდება პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით

Comments

comments