სტუდენტური კონფერენცია: მწვანე პოლიტიკა მდგრადი განვითარებისთვის

„კავკასიური სახლი“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო  16 ივნისს, 11:00-15:00 საათზე,  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, აუდიტორია # 115-ში გიწვევთ სტუდენტურ კონფერენციაზე “მწვანე პოლიტიკა მდგრადი განვითარებისთვის”

დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ მისამართზე: greenconerence1@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 733 044;

 

კონფერენცია ტარდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე პოლიტიკა პროგრესული განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“.

მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის (2016)

საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის ერთგვარი განაცხადი და ამავე დროს სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ამ პირობებში, ქართული საზოგადოებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ გამოწვევებისა თუ პრობლემების ცოდნა, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე ევროპა. მაშინ როცა ევროპულ სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური ბაზრის რეფორმირება, სისტემური უთანასწორობის აღმოფხვრა, მწვანე და მდგრადი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები, ქართული სამოქალაქო საზოგადოება მოწყვეტილია ამ რეალობას და ხშირ შემთხვევაში ვირტუალურ დღის წესრიგებზეა ორიენტირებული.

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით 2016 წელს განახორციელებს პროექტს მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ევროპის მწვანე პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი საკითხების გააზრების ხელშეწყობას საქართველოში.

კონკრეტულად კი, პროექტის ფარგლებში იგეგმება:

  • მწვანე პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებ  ცნობილი გერმანულენოვანი ავტორების სტატიების ქართულ ენაზე თარგმნა და ანთოლოგიის სახით გამოცემა.
  • გერმანელი მწვანე პოლიტიკოსის საქართველოში მოწვევა და საჯარო ლექცია მწვანე პოლიტიკის შესახებ
  • ანთოლოგიის შინაარსის სხვადასხვა საკითხზე, საქართველოს  ქალაქებში საჯარო დისკუსიების ინიცირება და ორგანიზება
  • საუნივერსიტეტო კონფერენციის ორგანიზება თემაზე „ეკონომიკური პოლიტიკის სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმეგლობით განხორციელების გზები“

ანთოლოგიას, პროექტში დაგეგმილ კონფერენციასა და საჯარო დისკუსიებს ექნება ერთგვარი განმანათლებლური ფუნქციაც. ეს აქტივობები პროექტის სამიზნე ჯგუფს მისცემს საშუალებას, გერმანიის მაგალითზე გაეცნოს საერთო ევროპულ პრობლემებს, მეორე მხრივ – იგი წაახალისებს საქართველოში არსებული პრობლემების გადააზრების პროცესს საერთო ევროპული კონტექსტიდან.