ესეების კონკურსი „კონფლიქტები საქართველოში“

“ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტი”  “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლთან“ და  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით აცხადებს  ანალიტიკური ესეების კონკურსს თემაზე „კონფლიქტები საქართველოში“. ესეების კონკურსი ცხადდება პროექტის  ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ ფარგლებში.

პროექტის შესახებ

2015 წლის ივნისში “ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხურმა კომიტეტმა” “კავკასიურ სახლთან“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან” თანამშრომლობით, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს ქართულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საზოგადოებებს  შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე  დიალოგისა და კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობას. პროექტის უმთავრესი მიზანია სხვადასხვა დარგის   სპეციალისტებისა და ახალი თაობის ექსპერტების  ჩართულობის გზით ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზებზე მუშაობა და აღნიშნულ კონფლიქტებთან მიმართებაში ანალიზისა და რაციონალური საჯარო დისკურსის გააქტიურება.

ესეების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალებში ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტების გარშემო კვლევებისა და ანალიზის სტიმულირება. ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, რომ პროფესიონალთა და ექსპერტთა ახალმა თაობამ  განავითაროს ახალი იდეები ქართულ-აფხაზური და ქართულ – ოსური კონფლიქტების დარეგულირების კუთხით.

საკონკურსო თემები:

  • საქართველოს გზა ევროპული ინტეგრაციისაკენ: კონფლიქტების მოგვარების ახალი შესაძლებლობები vs გამოწვევები (მაგ.: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია, და ა.შ[1]);
  • საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა კონფლიქტების დარეგულირების დინამიკაზე;
  • ინოვაციური მიდგომები ნდობის აღდგენის პროცესებში: საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა (მაგ.: თავისუფალი გადაადგილება, ეკოლოგიური თანამშრომლობა / გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობა და ა.შ)

საკონკურსო პირობები:

  • ანალიტიკური ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ თემით დაინტერესებულ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ახალგაზრდა (40 წლამდე) პროფესიონალებს.
  • ანალიტიკური ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. ნაშრომის მოცულობა წყაროების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 1500 სიტყვას. ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, თანამდებობა/პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • სტატია უნდა იყოს დაწერილი ექსკლუზიურად კონკურსის ფარგლებში
  • პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება
  • კონსორციუმი (“ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტი” “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლთან“ და  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით) შეაფასებს და  გამოავლენს 3 საუკეთესო ესეს
  • გამარჯვებული ესეების ავტორებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრიზი 80 ბრიტანული ფუნტი სტერლიგის ექვივალენტი ლარში. ასევე, კონკურსში გამარჯვებული ესეები გამოქვეყნდება “კავკასიური სახლის” და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ანალიტიკურ ვებ-გვერდზე ( regional-dialogue.com; www.isnc.ge ).

 

ესეების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 18 დეკემბერი

ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:

  • თეზისის ჩამოყალიბება;
  • შინაარსობრივი და ენობრივი გამართულობა;
  • ფაქტობრივი საიმედოობა;
  • არგუმენტირება;
  • ავტორის ანალიზი

გთხოვთ, თქვენი ნაშრომები გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: submit.dialogue@gmail.com

შეკითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:

elikobendeliani@gmail.com ; beridzeru@gmail.com

ან დაგვირეკეთ: +995 555 525 959

 

 

ესეების კონკურსი ტარდებაჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტი”  “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრკავკასიური სახლისდა  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისსაერთო პროექტის  ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობითფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

[1] ამ და შემდეგ პუნქტებში  მოყვანილი მაგალითები სავალდებულო არ არის და მხოლოდ ნიმუშის ფუნქციის მატარებელია.