კავკასიური სახლის ორგანიზებით პროფესორი გიორგი დერლუგიანი საქართველოში ლექციებს წაიკითხვას

20-22 დეკემბერს, კავკასიური სახლის მოწვევით, ამერიკაში მოღვაწე ისტორიის სოციოლოგი, პროფესორი გიორგი დერლუგიანი წაიკითხავს სამდღიან ლექციათა კურსს. ლექციები შეეხება რუსეთისა და კავკასიის რეგიონის ისტორიული განვითარების მიმოხილვას, სხვადასვხა დროს მსოფლიოში არსებული მოდერნიზაციული პროექტების შედარებით ანალიზს, იმას, თუ რა ტიპის მოდერნიზაციული ეტაპები გაიარა კონკრეტულად რუსეთმა, რა გავლენას ახდენდა ეს პროცესები მეზობელ ქვეყნებზე და როგორია დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული რეალობის არქიტექტურა კავკასიის რეგიონსა და გლობალურ სამყაროში.

ლექციები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 214-ე აუდიტორიაში.  

ლექციების განრიგი და თემატიკა:

20 დეკემბერი

18:00

აუდიტორია 214,

I კორპუსი

დასავლეთის აღზევება 1500-2020 წ.წ.

 

21 დეკემბერი

18:00

აუდიტორია 214,

I კორპუსი

წესები მიმდევართათვის: მოდერნიზაციის პროცესის გამარჯვებულები და დამარცხებულები
22 დეკემბერი  18:00 აუდიტორია 214,

I კორპუსი

რუსეთი – მოდერნიზირებული იმპერია

 

სამუშაო ენა – ინგლისური

პროფესორ გიორგი დერლუგიანის შესახებ
გიორგი დერლუგიანი სწავლობდა აფრიკულ ენებსა და ისტორიას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 80-იან წლებში მოზამბიკში ის პირველად გახდა სამოქალაქო ომის თვითმხილველი. 90-იან წლებში გადავიდა ამერიკაში, სადაც კითხულობდა ლექციებს, კორნელის, მიჩიგანის და ნორტვესტერნის უნივერსიტეტებში.

პარალელურად გიორგი დერლუგიანი სწავლობდა საზოგადოების ევოლუციას, საველე პრაქტიკებს გადიოდა ძირითადად კავკასიის რეგინში. ის ავტორია ნაშრომებისა „რატომ არაა აჭარა აფხაზეთი და თათრეთი ჩეჩნეთი“ (1994წ); „ჩე-გევარა ჩალმით“ (1999წ); „ბურდიეს იდუმალი თაყვანისმცემელი კავკასიაში“ (2005წ); „როგორაა ეს სამყარო მოწყობილი“ (მოსკოვი 2012წ); იმანუელ ვალერსტაინთან, რენდელ კოლინზთან, მაიკლ მანთან და კრეიგ ქელჰოუნთან ერთად თანაავტორია წიგნისა “აქვს თუ არა მომავალი კაპიტალიზმს?“ (ოქსფორდი, 2013), რომელიც თარგმნილია 17 ენაზე.

2011 წლიდან პროფესორი დერლუგიანი მუშაობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საემიროები).

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ლექციების კურსი ტარდება პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ვიდეოკონფერენცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

15 აპრილს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO)ინიციატივით, ,,კავკასიურ სახლთან ერთად, გაიმართა ვიდეოკონფერენცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე.

ვიდეოკონფერციის დროს რუსმა და ქართველმა ანალიტიკოსებმა ისაუბრეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებზე და შესაძლო განვითარების სცენარებზე.

საქართველოს მხრიდან მოხსენებით წარდგა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი გობრონიძე. მოხსენება შეეხებოდა ,,საქართველოში საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებს“, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ამასთან, ავტორმა შეაფასა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარი ტერორისტული აქტების მიზეზები და მიზნები, და შეეცადა არგუმენტირებულად დაესაბუთებინა, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო საერთაშორისო ტერორისტების სამიზნე.
ქართული მოხსენებებიდან მომდევნო შეეხებოდა ,,საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს პანკისის ხეობის მაგალითზე“. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ,,კავკასიური სახლის“ თანამშრომელმა მაია ურუშაძემ. მისი მოხსენება ეფუძნებოდა ,,კავკაისური სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა პანკისის ხეობის მოსახლეობაში არსებულ პრობლემებსა და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე. ასევე, საუბრისას ავტორმა ხაზი გაუსვა მედიის უარყოფით როლზე პანკისის ხეობაში არსებული ვითარების გაშუქებისას და საერთაშორისო აქტორების მიერ ხეობისთვის ,,იარლიყების მიწებების“ ნეგატიურ ასპექტებზე.

საქართველოს მხრიდან ბოლო მოხსენება შეეხებოდა ,,რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორას და მის როლზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში“. მოხსენებით წარდგა ,,კავკასიური სახლის“ მკვლევარი მარიამ გაჩეჩილაძე, რომელმაც გაანალიზა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა 2004 წლიდან 2012 წლამდე და ისაუბრა ძირითად ტენდენციებსა და კვლევის მიგნებებზე.

რუსეთის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ: რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტი ს. მარკედონოვი, მოხსენებით ,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის საზღვრები ,,წითელი ხაზების გათვალისწინებით“,მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) კავკასიის და რეგიონალური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ნ. სილაევი, მოხსენებით „საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური სისტემის განვითარების პერსპექტივები“. ასევე, მოხსენებები გააკეთეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ასპირანტმა ა. დიოკტევიმ, თემაზე: ,,საქართველოს ეკონომიკა ურთიერთდაპირისპირებული რეგიონალური აქტორების კონტექსტში“ და  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ქართული კლუბის წევრმა ზ. შავლიძემმოხსენებით ,,საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში“.

მოხსენებების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) სტუდენტებსა და ქართული დიასპორიდან მოწვეულ წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები მომხსენებლებისთვის და გამოეთქვათ მოსაზრებები.

ღონისძიება გაიმართა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) სამეცნიერო სტუდენტური საზოგადოების ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის გლობალური პრობლემების შესწავლის ცენტრის ანალიტიკოსის ალექსეი ტოკარევის და ქართული კლუბის მხარდაჭერით.

რუსი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ფორუმი „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“

25-28 თებერვალს „კავკასიურმა სახლმა“, პროექტ „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რუსული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტის პირველი ორი დღის განმავლობაში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მათ შორის, აღსანიშნავია, შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ენერგეტიკის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
DSC02858          DSC_0100
27-28 თებერვალს კი დაბა ბაკურიანში გაიმართა ქართველი და რუსი ანალიტიკოსების ორდღიანი ფორუმი სახელწოდებით „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“. შეხვედრებზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: რეგიონალური უსაფრთხოება, ისლამის რადიკალიზაციის პროცესი კავკასიაში და რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე სამხრეთ კავკასიისთვის არსებული რისკები. ასევე, დისკუსიები შეეხო რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მიმდინარე და შესაძლო ენერგეტიკულ პროექტებს.
DSC_0105          DSC_0049

შეხვედრების მსვლელობისას ორივე ქვეყნის მონაწილეები შეეცადნენ რუსეთსა და საქართველოს ბოლო 25 წლის პერიოდის ორმხრივ ურთიერთობებში წყალგამყოფების გამოკვეთას და მათ შესაბამის ანალიზს. ისტორიული მოვლენების ერთობლივმა განხილვამ და შეფასებებმა ხელი შეუწყო მონაწილეებს დაენახათ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენები ერთმანეთის კუთხიდან, რაც პოზიტიურად აისახა შემდგომი კონკრეტული საკითხების განხილვისას. აღსანიშნავია, რომ ფორუმის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა წარიმართა დინამიურად და ინტერაქციულად.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსი მონაწილეობის მისაღებად ფორუმზე: ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები

კავკასიური სახლიგიწვევთ ქართველ და რუს ექსპერტებს შორის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრები გაიმართება ,,კავკასიური სახლის“ პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, 27-28 თებერვალს, დაბა ბაკურიანში.

პროექტის შინაარსი

,,კავკასიური სახლი“ პროექტს „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ახორციელებს 2011 წლიდან, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, ქართველ და რუს  მკვლევრებს შორის დიალოგის წახალისება და აქტუალიზაცია; მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის რეკომენდაციებისა და პოლიტიკური ალტერნატივების შემუშავება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეგულარულად იმართება ქართველი და რუსი ექსპერტების ვიზიტები საქართველოსა და რუსეთში. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ ოფიციალურ პირებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს. ასევე მონაწილეობა მიიღონ ორმხრივ ფორუმებში, სადაც განიხილება რეგიონისა და ორ ქვეყანას შორის არსებული აქტუალური საკითხები.

27-28 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც სადისკუსიო თემები იქნება: სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება – ისლამის რადიკალიზაცია და რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესება; რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონის ენერგოუსაფრთხოება.

პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მათ შორის ტრანსპორტის, დაბინავების, კვების)  ფარავს „კავკასიური სახლი“.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები

  • ასაკი: 23-45 წლამდე
  • პროფესიული კვალიფიკაცია: მკვლევარები, ჟურნალისტები, აკადემიური სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები;
  • სამუშაო ენა:  რუსული
  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება რუსულ ენაზე.

ქართველი მონაწილეების შერჩევას ახორციელებს „კავკასიური სახლი“. მონაწილეებს რუსეთიდან შეარჩევს „ა. გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი“.

სააპლიკაციო პროცედურა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც იქნება  დასაბუტებული პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maia.urushadze@caucasianhouse.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 09.02.2016

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ოფიცერს,  მაია ურუშაძეს, ტელ: (995 577) 77 21 23

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით

ჩამოტვირთეთ განცხადების სრული ტექსტი

 

საჯარო ლექციების კურსი: რუსეთის საგარეო პოლიტიკა დასრულდა

“კავკასიური სახლის“ ორგანიზებით 28 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ტარტუს უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა ანდრეი მაკარიჩევმა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა 3 დღიანი საჯარო ლექციების კურსი რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციების პირველი დღე რუსეთის იდენტობის ფორმირებასა და რუსეთში ევროსკეპტიცისზმის წყაროებს დაეთმო. მეორე დღეს ანდრეი მაკარიჩევმა რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა განიხილა, ხოლო ბოლო ლექციაზე სირიის კრიზისსა და რუსეთში უსაფრთხოების ახალ დღის წესრიგზე გამახვილდა ყურადღება.

ლექციებს ესწრებოდნენ სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და საკითხით დაინტერესებული პირები.
ლექციების კურსი ჩატარდა პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

 

4 5

1 2