სალექციო კურსი სამოქალაქო განათლებასა და მშვიდობის მშენებლობაში აცხადებს მიღებას

„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად

პროექტის შინაარსი
„კავკასიური  სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“.

პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. სალექციო კურსი დაყოფილია ორ ნაწილად. ლექცია-სემინარები აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე ჩატარდება კვირაში ორჯერ “კავკასიურ სახლში.” სალექციო კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის.

სალექციო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეთა ნაწილი გაივლის ტრენინგს კონფლიქტების ანალიზის საკითხებში. ტრენინგის შედეგად შერჩეული საუკეთესო კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ დიალოგში, რომელიც გაიმართება 2017 წლის შემოდგომაზე.

სალექციო კურსი დაიწყება 21 მარტს და გაგრძელდება ორი თვე.

შერჩევის კრიტერიუმები

  • ასაკი: 20-30 წელი
  • სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები, მკვლევრები, რომელთაც სურთ შეიძინონ/გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის მიმართულებით
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

სააპლიკაციო პროცედურა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელ-ფოსტაზე: application@caucasianhouse.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა:  5 მარტი 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რევაზ ქოიავას ელ-ფოსტაზე: revaz.koiava@caucasianhouse.ge; ან ნომერზე: + 995 599 57 01 05

ჩამოტვირთეთ განცხადების ტექსტი.

 

კონკურსი მცირებიუჯეტიანი პროექტების წასახალისებლად

,,კავკასიური სახლის” პროექტი ,,კულტურის კალენდარი” 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება „კავკასიური სახლის“ საგამოფენო დარბაზსა თუ ეზოში.

cul4
უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა წრე – ლექციების ციკლი აზერბაიჯანელი მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის.

2015 წლიდან ”კავკასიური სახლის” პროგრამის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა და მის ფარგლებში 23 პროექტი დაფინანსდა. სასიხარულოა, რომ გრანტები მიიღეს ორგანიზაციებმა რეგიონებშიც, რამაც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა საქმიანობა ადგილებზე.
ამ ეტაპზე, კონკურსის – „კულტურის კალენდარი“ – ფარგლებში დაფინანსდება კულტურის მცირებიუჯეტიანი  (500 ლარის ოდენობით) ინიციატივები, ერთჯერადი ღონისძიებები: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.

 

კონკურსის ვადები
,,კავკასიური სახლის” კულტურული პროგრამის ღია კონკურსის მესამე ეტაპი მოიცავს პერიოდს 2016 წლის 20 ივლისიდან 2016 წლის 5 დეკემბრამდე. შესაბამისად, მცირე კულტურული პროექტებისა და ინიციატივების მოქმედების პერიოდი არ უნდა სცილდებოდეს მოცემულ თარიღებს.

დამატებითი ინფორმაცია
ღია კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების ჩასატარებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ ,,კავკასიური სახლის” ინფრასტრუქტურით (ეზო, დარბაზი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული პროექტის ჩატარება იგეგმება „კავკასიურ სახლში“, გრაფიკი უნდა შეთანხმდეს ღონისძიებების
მენეჯერთან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თანდართული განაცხადის შევსება (იხილეთ დანართი).

დამატებითი პირობები
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ინდივიდუალურ პირებს და საჯარო ორგანიზაციებს
• საპროექტო განაცხადს თან დაურთეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
• კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებები და შესაბამისი ორგანიზაციები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ივლისი

 

პროექტის განაცხადი გთოხვთ გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
Culture.Calendar.CH@gmail.com

cul5
2016 წელს ჩატარებული გამოფენა
cul2
2016 წელს ჩატარებული ფოლკლორული კონცერტი

 

 

სტუდენტური კონფერენცია თემაზე: მწვანე პოლიტიკა პროგრესული განვითარებისთვის

„კავკასიური სახლი“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო იწვევს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ძირითად თემას წარმოადგენს მწვანე პოლიტიკა და ეკონომიკა, როგორც პროგრესული და მდგრადი განვითარების წინაპირობა.

სამწუხაროდ საქართველოში, ნეოლიბერალური პოლიტიკის გაბატონებასთან ერთად, სულ უფრო უგულვებელყოფილი ხდება მდგრადი განვითარების საკითხები. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მოხდა ეკონომიკური ზრდის ფეტიშიზაცია, რის შედეგადაც ქვეყანაში გაიზარდა უთანასწორობის მაჩვენებელი. ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო უთანასწორობის მხრივ ლიდერობს რეგიონში. სამწუხაროდ პოლიტიკური ელიტები, სწორედ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას იყენებენ ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელსაც დიდი ზიანი მოაქვს გარემოსთვის. ამ პრობლემებიდან გამომდინარე კონფერენციის მიზანია წაახალისოს დისკუსია ახალგაზრდებში შემდეგ საკითხებზე:

1.მწვანე განვითარების ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური განზომილებები, ნეოლიბარალური ეკონომიკის კრიტიკა მემარცხენე პერსპექტივიდან;
2. მწვანე ეკონომიკისა და პოლიტიკის ჩანასახოვანი ფორმები საქართველოში;
3. საქართველოს ენერგოპოლიტიკა მწვანე პერსპექტივიდან.
4. გენდერი და ეკონომიკა

კონფერენციის ფარგლებში გამოვლინდება 6 სტუდენტი, რომელსაც მიეცემა საშუალება გააცნოს საკუთარი ნაშრომი ფართო აუდიტორიას სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში. ამასთან, კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომები დაკაბადონდება და დაიდება “კავკასიური სახლის” და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებ-გვერდებზე. სტუდენტებს ჯილდოების სახით გადაეცემათ წამყვანი ეკონომისტებისა და პოლიტიკის მეცნიერების ნაშრომები.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტატიის გაფორმების წესი:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით:
ნაშრომი და რეზიუმე წარმოდგენილი უნდა ელექტრონული ფორმით.
შრიფტი Sylfaen ; (სტილი Normal, შრიფტის ზომა 12);
სტრიქონთა შორის ინტერვალი 1,15;
სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს;
სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი;

მნიშვნელოვანი თარიღები
•სტატიის (არაუმეტეს 5 გვერდისა) გადმოგზავნის ბოლო ვადაა 28 მაისი. სტატია უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელ. მისამართზე: greenconference1@gmail.com
•2016 წლის 3 ივნისი – სარედაქციო საბჭოს მიერ ნაშრომების განხილვა;
•2016 წლის 5 ივნისი – აპლიკანტები მიიღებენ დასტურს/უარყოფას მონაწილეობასთან დაკავშირებით;
•2016 წლის 16 ივნისი – კონფერენციის თარიღი;
•კონფერენციების მონაწილეებს პრეზენტაციისთვის დაეთმობათ 10-15 წთ, დებატები 8-10 წთ;
•კონფერენცია გაიმართება, თსუ-ს პირველ კორპუსში, აუდიტორია #115-ში.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
•თემის აქტუალობა;
•თემატიკის კონფერენციის მიზნებთან შესაბამისობა;
•გამოყენებული ლიტერატურა;
•ადგილობრივ კონტექსტთან შესაბამისობა;

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ მისამართზე: greenconerence1@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 733 044;
კონფერენცია ტარდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე პოლიტიკა პროგრესული განვითარებისთვის“ ფარგლებში.

კონკურსი მცირებიუჯეტიანი პროექტების წასახალისებლად – კულტურის კალენდარი

,,კავკასიური სახლის” პროექტი ,,კულტურის კალენდარი” 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება „კავკასიური სახლის“ საგამოფენო დარბაზსა თუ ეზოში.

2015 წლიდან ”კავკასიური სახლის” პროგრამის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოში დარეგისტრირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.

კონკურსის – „კულტურის კალენდარი“ – ფარგლებში დაფინანსდება კულტურის მცირებიუჯეტიანი  (500 ლარის ოდენობით) ინიციატივები, ერთჯერადი ღონისძიებები: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.

 

კონკურსის ვადები

,,კავკასიური სახლის” კულტურული პროგრამის ღია კონკურსის მესამე ეტაპი მოიცავს პერიოდს 2016 წლის 22 თებერვიდან 2016 წლის 5 მაისამდე. შესაბამისად, მცირე კულტურული პროექტებისა და ინიციატივების მოქმედების პერიოდი არ უნდა სცილდებოდეს მოცემულ თარიღებს. კონკურსში ამ ეტაპზე დაფინანსდება  7 პროექტი.

 

დამატებითი ინფორმაცია

ღია კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების ჩასატარებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ ,,კავკასიური სახლის” ინფრასტრუქტურით (ეზო, დარბაზი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული პროექტის ჩატარება იგეგმება „კავკასიურ სახლში“, გრაფიკი უნდა შეთანხმდეს ღონისძიებების მენეჯერთან.

კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებები და შესაბამისი ორგანიზაციები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თანდართული განაცხადის შევსება (იხილეთ დანართი).

დამატებითი საბუთები

• კონკურსში მიიღება მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების

განაცხადები.

• საპროექტო განაცხადს თან დაურთეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 თებერვალი

 

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 20 თებერვალს

პროექტის განაცხადი გთოხვთ გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

Culture.Calendar.CH@gmail.com