ღია შერჩევა სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ მონაწილეობის მისაღებად

სალექციო კურსი სამოქალაქო განათლებასა და კონფლიქტების ანალიზში

„კავკასიური სახლი“ აცხადებს კონკურსს სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ მონაწილეობის მისაღებად

პროექტის შინაარსი

„კავკასიური  სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. სალექციო კურსი დაყოფილია ორ ნაწილად. ლექცია-სემინარები აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე ჩატარდება კვირაში ორჯერ კავკასიურ სახლში. სალექციო კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის.

სალექციო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეთა ნაწილი გაივლის ტრენინგს კონფლიქტების ანალიზის საკითხებში. ტრენინგის შედეგად შერჩეული საუკეთესო კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ დიალოგში, რომელიც გაიმართება 2016 წლის შემოდგომაზე.

ლექციების კურსი დაიწყება მარტში. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ორ თვეს . ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ.

შერჩევის კრიტერიუმები

  • ასაკი: 20-35 წელი
  • სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები და ახალგაზრდა ექსპერტები, რომელთაც სურთ შეიძინონ/გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის თემებზე
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

 

სააპლიკაციო პროცედურა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელ-ფოსტაზე: applicationsch@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 თებერვალი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რევაზ ქოიავას ელ-ფოსტაზე: revaz.koiava@caucasianhouse.ge; ან ნომერზე: + 995 599 57 01 05

 

ჩამოტვირთეთ განცხადების სრული ტექსტი.

ორგანიზაციის შესახებ

კავკასიური სახლი

კავკასიური სახლი არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს და კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისთვის იდეოლოგიური და ინტელექტუალური ბაზისის შექმნა. კავკასიური სახლი მუშაობს რეგიონული განვითარებისა და კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის პროექტებზე. ჩვენი ფუნდამენტური მიზანია რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.

კავკასიური სახლი ჩართულია სამშვიდობო პროცესებში რეგიონის მასშტაბით. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნდობის აღდგენის პროცესში ერთი მხრივ ქართველებს, ხოლო მეორე მხრივ აფხაზებს, ოსებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის.

International Alert

International Alert ეხმარება კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების პოვნაში. ის არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 30 წელია მუშაობს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში მუშაობს 1993 წლიდან და ხელს უწყობს კონფლიქტით გაყოფილ საზოგადობებს შორის თანამშრომლობასა და პოზიტიურ ცვლილებებს. ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის ბიზნეს სექტორთან, აკადემიურ წრეებთან, ჟურნალისტებთან, მასწავლებლებთან და კულტურის სფეროს მოღვაწეებთან. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა მშვიდობა, კარგი მმართველობა, ეკონომიკა, გენდერის საკითხები და განვითარება.

კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი

30 ნოემბერი – 4 დეკემბერი, 2015

მინსკი (ბელორუსი)

,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”
გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა
,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტში”

ორგანიზაციის შესახებ

,,კავკასიური სახლი”  –  კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას საფუძველი მშვიდობისა და რეგიონალური თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის. ,,კავკასიური სახლი“ 20 წლის განმავლობაში ხელს უწყობს რეგიონში არსებული კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესს, სახალხო დიპლომატიითა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მშვიდობის და კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, ერთი მხრივ,  ქართულ საზოგადოებას და მეორე მხრივ, აფხაზ, ოს და რუს საზოგადოებებს შორის. გარდა ამისა,  კავკასიური სახლი ჩართულია არა მხოლოდ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს შორის მშვიდობის, სტაბილურობისა და ნდობის აღდგენის პროცესში, არამედ, ასევე, ხელს უწყობს მშვიდობიან დიალოგს რუსეთისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის.

 

პროექტის მიზანი

,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის ზემოხსენებული საქმიანობის გაგრძელებას. მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს რეგიონალური კონფლიქტების უკეთ გააზრების და ამასთანავე, მათი მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზების უკვეთ გაანალიზირებას, ლექციებისა და თავისუფალი დისკუსიების მეშვეობით.

პროექტი მიმართულია მომავალ ლიდერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ნდობის გაღრმავებისკენ, ასევე, რეგიონალურ კონფლიქტებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ცოდნის ამაღლებისკენ, კონსტრუქციული დისკუსიის მეშვეობით. ეს უნიკალური შესაძლებლობაა უკრაინელი, რუსი, მოლდოველი, ბელორუსი, ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში და განავითარონ ახალი იდეები კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესაძლო გზებზე.

მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის მომხსენებლები პოსტსაბჭოთა სივრციდან, წაიკითხავენ ლექციებს კონფლიქტების წარმოშობის ცალკეულ შემთხვევებზე და სიღრმისეულად გაანალიზებენ მიმდინარე კონფლიქტებს რეგიონში.

მთლიანობაში, 20 მონაწილე, პოსტსაბჭოთა სივრციდან, მიიღებს მონაწილეობას 5 დღიან სალექციო კურსში (30 ნოემბერი – 4 დეკემბერი) მინსკში (ბელორუსი). სამუშაო ენა – რუსული.

 

მონაწილეთა ვიზიტის ხარჯებს (მგზავრობას, განთავსებას და კვებას) ფარავს „კავკასიური სახლი“.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ასაკი: 22-40 წელი;
  • განათლება: სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის და სხვა მომიჯნავე დისციპლინების კურსდამთავრებულები და / ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
  • პროფესიული კვალიფიკაცია: ჟურნალისტები, აკადემიური სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები;
  • რუსული ენის ცოდნა;

პროექტით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოთი) და სამოტივაციო წერილი 30 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ch.application2015@gmail.com

მონაწილეობის მსურველები შერჩევის შედეგების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ არაუგვიანეს 10 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის ასისტენტს – რაუფ ჭიჭინაძეს

ელ-ფოსტა: info@caucasianhouse.ge

ტელ:  +995 592 810 810

 

ჩამოტვირთეთ განცხადების ტექსტი

პროექტი ხორციელდება Black Sea Trust–ის, აშშ–ის გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ფინანსური მხარდაჭერით.