ამ გამოცემის ერთი ტომი აერთიანებს ბიბლიურ წინასწარმეტყველთა წიგნების (ოთხი დიდისა და თორმეტი მცირის) თარგმანს. იგი ეფუძნება ბიბლიის 1989 წელს დაბეჭდილ წიგნს, თუმცა გადახალისებულია ენობრივი ქსოვილი, დაზუსტებულია ტერმინოლოგია და საკვანძო პასაჟები, გასწორებულია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეცდომები. მეორე ტომში კი ზურაბ კიკნაძე წინასწარმეტყველთა შემოქმედების სპეციფიკასა და დანიშნულებას იკვლევს. 2021