წიგნი აერთიანებს სხვადასხვა დროს ავტორის მიერ გამოქვეყნებულ ორმოცდაათამდე სტატიას ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
პუბლიკაციაში განხილულია ილია ჭავჭავაძესა და მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს გამორჩეულ მოღვაწეებს შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხები, საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და დიდი მწერლის იდეები თეატრის, პრესის, ლიტერატურის, მეცნიერების განვითარების თაობაზე.
ილო ბეროშვილის ნაშრომებში წარმოჩენილია “ივერიის” რედაქტორის ღირებულებითი საყრდენები და ორიენტირები. მკითხველი აღმოაჩენს წერილებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის, ისტორიის შესწავლისა და ინტერპრეტაციის, ბუნებასთან და გარემოსთან ადამიანის ურთიერთობის პრობლემებს ეძღვნება.
2022