ნუგზარ პაპუაშვილი — სოლომონ დოდაშვილი: სარბიელი და მემკვიდრეობა
2023
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, რელიგიის ისტორიის სპეციალისტის, ნუგზარ პაპუაშვილის მონოგრაფია „სოლომონ დოდაშვილი: სარბიელი და მემკვიდრეობა (აქცენტები)“ მიმოიხილავს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერის, ჟურნალისტისა და პედაგოგის, სოლომონ დოდაშვილის (1805-1836) ცხოვრებას, მოღვაწეობასა და წერილობით მემკვიდრეობას.
მონოგრაფია სამი თავისგან შედგება. პირველ თავში მოცემულია დოდაშვილის ბიოგრაფიისა და მემკვიდრეობის შესწავლის ისტორია, მეორე თავი მოგვითხრობს მის ცხოვრებას, მესამე თავში კი განხილულია მისი ლიტერატურული პროდუქცია.
მონოგრაფია სვამს იმ კითხვებს, რომლებსაც, ავტორის აზრით, გადააზრება და ახლებური ინტერპრეტაცია სჭირდება. ნაშრომი ბევრი სიახლითა და აღმოჩენით გამოირჩევა, მათ შორის, პირველად განიხილავს ზოგიერთ საგაზეთო მასალას, პირველად აცნობს მკითხველს სოლომონ დოდაშვილის თეოლოგიურ ნააზრევს და განიხილავს მისი რელიგიური შინაარსის თხზულებებს.