აკაკი ბაქრაძე — ილია ჭავჭავაძე — წიწამური
2023
აკაკი ბაქრაძის ნამუშევრებს შორის წიგნს „ილია ჭავჭავაძე – წიწამური“ სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგანაც იგი შეეხება „ერის სინდისად“ და „ერის მამად“ წოდებული დიდი პოეტის, მწერლის, მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავავაძის (1837 -1907) შემოქმედებასა და მის ტრაგიკულ ბედისწერას. საბჭოთა პერიოდში პირველად ამ წიგნის ფურცლებზე დაისვა კითხვა ილიას ნამდვილი მკვლელებისა და მათი მოტივაციების შესახებ. წიგნი თავს უყრის ქართული ყოფის თითქმის ყველა საჭირბოროტო საკითხს და აჩვენებს, თუ რატომ „გადაწყდა საქართველოს ბედისწერა“ ამ უდიდესი ისტორიული დანაშაულით.
წიგნის წინამდებარე გამოცემას თან ერთვის ქართველი მწერლის, გერმანისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნაირა გელაშვილისა და რელიგიის ისტორიკოსის, პროფესორ ნუგზარ პაპუაშვილის წერილები.