მსოფლიოს სულიერ კულტურას, ადამიანის ყოველდღიურობას უსასრულოდ ამდიდრებს ქრისტიანული წელიწადი, ანუ ეკლესიის კალენდარი.

„მთელი წელიწადი ქრისტიანისთვის გადის დღესასწაულებით, შვიდეულებით, დღეღამეულებით… ყოველი დღე განუმეორებელია“.

„ერთია დღე ქრისტეს შობისა, როცა ხილული მზე აღმასვლას იწყებს, დღე მატულობს და ბუნების ეს მოვლენა სიმბოლური მნიშვნელობით ივსება. და სხვაა დღე ფერისცვალებისა, როცა ნაყოფის სიმწიფე სულიერი სიმწიფის ნიშანი ხდება“.

„მთელი წელიწადი ქრისტიანისათვის „უთვალავი ფერით“ არის გასხივოსნებული. მის გულში გაივლის ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება შობიდან ამაღლებამდე, შთამბეჭდავი ეპიზოდები და მნიშვნელოვანი ფაქტები ეკლესიის ისტორიიდან, წმინდა მოწამეთა თუ ღვაწლმოსილ პირთა ცხოვრებიდან, და ეს ყოველივე ერთვის მის პირად გამოცდილებას“.

„დღესასწაულები ავსებენ წელიწადს სულიერი შინაარსით, ამაღლებენ ადამიანს – წუთისოფლის სტუმარსა და ხიზანს – ნივთიერ სამყაროზე და მარადისობაში შეჰყავთ. რაც მოხდა, დღესაც ხდება და მისთვის ხდება“.

„ქრისტიანული მართლმადიდებლური კალენდარი უმდიდრესია მსოფლიო რელიგიურ კალენდრებს შორის. ის მოიცავს უნივერსალურ სიწმინდეებს, ასევე მოიცავს ეროვნულს და პასუხობს ყოველი ადამიანის სარწმუნოებრივ მოთხოვნილებებს“.

ზურაბ კიკნაძე

2018, 2023

Facebook
Twitter
LinkedIn