ამ ნაშრომს შევყავართ ბიბლიის პირველი და უადრესი ნაწილის – ებრაულ ენაზე დაწერილი „ძველი აღთქმის“ – არქაულ და მარადიულად თანამედროვე სამყაროში.
ამ ერთ წიგნში – „ძველ აღთქმაში“ – მოქცეულია ძველი ებრაელი ხალხის თითქმის მთელი კულტურა, სულიერი კოსმოსი, მსოფლაღქმა, რაც უიშვიათესი მოვლენაა ადამიანთა მოდგმის ისტორიაში.
ძველ ებრაელთა მიწაზე თვალს ვერ მოკრავდით ბაბილონური ზიკურათებისა თუ ეგვიპტური პირამიდების მსგავს არქიტექტურულ საოცრებებს; მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს, დიდ ბიბლიოთეკებსა თუ არქივებს. ბიბლიური მონუმენტურობა და დიდებულება მატერიალურში არ გამოვლენილა.
ზურაბ კიკნაძე
2018,2023