„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “International Alert“-თან ერთად 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის წახალისებასა და მშვიდობისა და მშვიდობის მშენებლობის იდეების გავრცელებას.
პროექტის ფარგლებში ყოველ წელს 30 ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და ტრენინგებში, რომლებსაც ატარებენ მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების ანალიზის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, ისტორიკოსები და პოლიტოლოგები. სემინარსა და ტრენინგებზე ახალგაზრდები ეცნობიან ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თანაცხოვრებისა და კონფლიქტების ისტორიას, კონფლიქტების გადაჭრისა და ტრანსფორმაციის სხვადასხვა მოდელს და მსჯელობენ ახალგაზრდების როლზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
სემინარებისა და ტრენინგების გავლის შემდეგ, შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ სამხრეთ კავკასიურ ახალგაზრდულ დიალოგსა და სასწავლო ვიზიტში, რომლებიც იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის წახალისების მიზნით, პროექტის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავადაც განახორციელონ მცირე პროექტები და ინიციატივები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხზე. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების მიერ დაიგეგმა არაერთი დისკუსია უმცირესობების, სოციალური საკითხების, ურბანული და მწვანე განვითარების, კულტურული მრავალფეროვნებისა და სხვა საკითხების ირგვლივ; პროექტის მონაწილეებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმები, გამოსცეს პუბლიკაციები და დაგეგმეს არაერთი აქტივობა საქართველოს სხვადსხვა ქალაქსა და რეგიონში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ