პროექტს „საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის შიდა დიალოგის გაძლიერება“ „კავკასიური სახლი“ ორ ორგანიზაციასთან – „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტსა“ და „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან“ ერთად ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობა. მიზნის მისაღწევად, კონფლიქტის ტრანსფორმაციის იდეის ირგვლივ თემატური დიალოგის გასაძლიერებლად, პროექტი ითვალისწინებს დახურული შეხვედრების ორგანიზებას პარლამენტისა და მთავრობის წევრების, ქართველი პოლიტიკოსების, კონფლიქტების თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით. პროექტი ერთგვარად ქმნის პლატფორმას საზოგადოების სხვადასხვა მხარეს შორის კონფლიქტური რეგიონების მიმართ ერთიანი, კონსოლიდირებული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ტრენინგებს მედიისა და სხვადასხვა უწყების ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის კონფლიქტებისა და მშვიდობის მშენებლობის თემატიკის ირგვლივ, აგრეთვე ანალიტიკური სტატიებისა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებას კონფლიქტების თემასთან დაკავშირებულ, მიმდინარე აქტუალურ სოციალურ, პოლიტიკურ, უსაფრთხოების თუ სხვა თემებზე.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭრით.
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ