[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]მწერალი, გერმანისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ლიტერატურის სპეციალობით. კითხულობდა ლექციების კურსს საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1975-82).
მუშაობდა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში რედაქტორად და მთარგმნელად (1982 წლიდან). აქ ჩამოაყალიბა რ. მ. რილკეს შემოქმედების მთარგმნელთა ჯგუფი და გამოსაცემად მოამზადა რ. მ. რილკეს თხზულებათა ხუთტომეული ქართულად (1985).
1989 წლიდან თანამშრომლობდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან და ცდილობდა, პრაქტიკული თუ თეორიული მოღვაწეობით ხელი შეეწყო ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებისათვის. 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად სათავეში უდგება საერთო კავკასიურ კულტურულ-ეკოლოგიურ მოძრაობას: ,,კავკასია ჩვენი საერთო სახლი”.
1993 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ ,,კავკასიურ სახლს”, რომელიც კოლეგებთან ერთად დააფუძნა თარმგნელთა კოლეგიის ბაზაზე. არის საქართველოს რ. მ. რილკეს საზოგადოების თავმჯდომარე; მის მიერვე დაფუძვნებული სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალის ,,აფრა” და რეგიონული საზოგადოებრივი ჟურნალის – ,,ჩვენი სოფელი” – მთავარი რედაქტორი.
თარგმნილი აქვს: მ. ეკჰარტის, ფ. ჰიოლდერლინის, ნოვალისის, ფ. შელინგის, ფ. ნიცშეს, რ. მ. რილკეს, გ. თრაქლის, გ. ჰაიმის, ე. ლ. შიულერის, მ. ჰაიდეგერის, თ. მანის, ჰ. ჰესეს, გ. მარგველაშვილის და სხვათა ცალკეული ნაწარმოებები.
გამოცემული აქვს უამრავი რომანი, მოთხრობა, თარგმანი, პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილი, რომლებიც დაბეჭდილია პერიოდულ პრესასა და წიგნების სახით.
მომზადებულია მწერლის თხზულებათა ოცტომეული. ამჟამად გამოცემულია რვა ტომი.
2008 წელს გამოვიდა რაინერ მარია რილკეს ხუთტომეული ნაირა გელაშვილის საერთო რედაქციით, რომლებშიც პროზა-პოეზიის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის თარგმანი ეკუთვნის მას. ამავე წელს ლიტერატურული პრემია ,,გალა” გადაეცა ნაირა გელაშვილს პროექტისათვის- რაინერ ,,მაია რილკეს თხზულებანი ხუთტომად” -წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტის ნომინაციაში გამარჯვებისათვის.
მთარგმნელობითი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს ავსტრიის კულტურის სამინისტროს ლიტერატურული პრემია.
2010 წელს ლიტერატურული პრემია ,,საბა” მიენიჭა რომანისათვის ,,პირველი ორი წრე და ყველა სხვა”.[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_single_image image=”1393″ img_size=”full” el_class=”img-full”][/vc_column][/vc_row]