„პროზაიკოსის, პოეტის, ესეისტის, მთარგმნელის – ნაირა გელაშვილის ყველაზე უფრო სრული პოეტური კრებული, ორტომეული „თუნდაც ბალახის გამო“ მის ძველ ლექსებთან ერთად მრავალ გვიანდელ და სრულიად ახალ ლექსებს, პოემებს, ბალადებსა და სიმღერებსაც შეიცავს. აქ არის მაგალითად, ლექსები ახალი ციკლებიდან: „მკურნალი ღმერთი“, „ასეთი ადამიანები“, „როგორც (ანუ, ისე ვით“). აგრეთვე: ლექსები მისივე რომანებიდან და ესსეებიდანაც კი!
პირველ კრებულში “დრო, პური და ღვინო” (2006 წ.) გამოკვეთილი მსოფლმხედველობრივი ხაზები აქ კიდევ უფრო ღრმავდება, მხატვრული თავისებურებები კიდევ უფრო მკვეთრდება. კიდევ უფრო მრავალსახეობრივი ხდება ამ პოეზიის, შეიძლება ითქვას, მთავარი განზომილება: ხილულისა და უხილავის უნაზესი თუ უკიდურესად გაძნელებული, ტრაგიკული ურთიერთობა ერთმანეთთან“ — ნანა ნათაძე.
Naira Gelashvili
2021
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ