წინამდებარე კვლევის მიზანია გამოვლინდეს ის, თუ რა ხედვები და განწყობები არსებობს რუსეთის ქართულ დიასპორაში ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, რამდენად კონსოლიდირებულია რუსეთის ქართული დიასპორა და რამდენად აქვს პოტენციალი, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებაში.