20-22 დეკემბერს, კავკასიური სახლის მოწვევით, ამერიკაში მოღვაწე ისტორიის სოციოლოგი, პროფესორი გიორგი დერლუგიანი წაიკითხავს სამდღიან ლექციათა კურსს. ლექციები შეეხება რუსეთისა და კავკასიის რეგიონის ისტორიული განვითარების მიმოხილვას, სხვადასვხა დროს მსოფლიოში არსებული მოდერნიზაციული პროექტების შედარებით ანალიზს, იმას, თუ რა ტიპის მოდერნიზაციული ეტაპები გაიარა კონკრეტულად რუსეთმა, რა გავლენას ახდენდა ეს პროცესები მეზობელ ქვეყნებზე და როგორია დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული რეალობის არქიტექტურა კავკასიის რეგიონსა და გლობალურ სამყაროში.
ლექციები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 214-ე აუდიტორიაში.
ლექციების განრიგი და თემატიკა:
20 დეკემბერი
18:00 |
აუდიტორია 214,
I კორპუსი |
დასავლეთის აღზევება 1500-2020 წ.წ.
|
21 დეკემბერი
18:00 |
აუდიტორია 214,
I კორპუსი |
წესები მიმდევართათვის: მოდერნიზაციის პროცესის გამარჯვებულები და დამარცხებულები |
22 დეკემბერი 18:00 | აუდიტორია 214,
I კორპუსი |
რუსეთი – მოდერნიზირებული იმპერია |
სამუშაო ენა – ინგლისური
პროფესორ გიორგი დერლუგიანის შესახებ
გიორგი დერლუგიანი სწავლობდა აფრიკულ ენებსა და ისტორიას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 80-იან წლებში მოზამბიკში ის პირველად გახდა სამოქალაქო ომის თვითმხილველი. 90-იან წლებში გადავიდა ამერიკაში, სადაც კითხულობდა ლექციებს, კორნელის, მიჩიგანის და ნორტვესტერნის უნივერსიტეტებში.
პარალელურად გიორგი დერლუგიანი სწავლობდა საზოგადოების ევოლუციას, საველე პრაქტიკებს გადიოდა ძირითადად კავკასიის რეგინში. ის ავტორია ნაშრომებისა „რატომ არაა აჭარა აფხაზეთი და თათრეთი ჩეჩნეთი“ (1994წ); „ჩე-გევარა ჩალმით“ (1999წ); „ბურდიეს იდუმალი თაყვანისმცემელი კავკასიაში“ (2005წ); „როგორაა ეს სამყარო მოწყობილი“ (მოსკოვი 2012წ); იმანუელ ვალერსტაინთან, რენდელ კოლინზთან, მაიკლ მანთან და კრეიგ ქელჰოუნთან ერთად თანაავტორია წიგნისა “აქვს თუ არა მომავალი კაპიტალიზმს?“ (ოქსფორდი, 2013), რომელიც თარგმნილია 17 ენაზე.
2011 წლიდან პროფესორი დერლუგიანი მუშაობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საემიროები).
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
ლექციების კურსი ტარდება პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.