[vc_row][vc_column][vc_column_text]კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ მრავალფეროვანი საქმიანობიდან ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტია „კულტურის კალენდარი“, რომლის ფარგლებშიც წლების განმავლობაში არარერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – იქნება ეს ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამოები, გამოჩენილ კავკასიელთა საიუბილეო თარიღები, გამოფენები და ა. შ.
ამ პროექტის ფარგლებში კავკასიურმა სახლმა ამა წლის 5 თებერვალს გამოაცხადა ღია კონკურსი მცირე გრანტების მოსაპოვებლად კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
სასიხარულოა, რომ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ორმოცდაათზე მეტმა ორგანიზაციამ თუ საინიციატივო ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. „კავკასიური სახლი“ მადლობას უხდის ყველას კონკურსისადმი  გამოჩენილი ინტერესისთვის, ულოცავს გამარჯვებულებს და მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც ითანამშრომლოს იმ ორგანიზაციებთან, რომელთაც ამჯერად ვერ მიიღეს დაფინანსება.
აქვე გთავაზობთ კონკურსში  გამარჯვებული ორგანიზაციების ჩამონათვალს და მოკლე ანოტაციებს იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც მათ აქვთ განზრახული.

1. ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური ლიგა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური ლიგა“ 2013 წელს დააარსეს თსუ-ს კავკასიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა. ორგანიზაციის მიზანია სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებით ხელი შეეწყოს კავკასიელი ხალხების დაახლოებას, სოლიდარობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და კავკასიოლოგიური საკითხების აქტუალიზაციას.

ორგანიზაციას განზრახული აქვს ამა წლის 26 მარტს აღნიშნოს დიდი ქართველი მეცნიერისა და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ფუძემდებლის, არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 117 წელი. „კავკასიურ სახლში” გაიმართება არნოლდ ჩიქობავას დღე, მოეწყობა მეცნიერის  პირადი არქივის გამოფენა, დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ფოლკლორული საღამო და ა. შ.

2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ხატისსოფლის საჯარო სკოლა. პროექტის ავტორია თინათინ მოსიაშვილი.

ღონისძიების იდეაა ქართველი (მათ შორის ეკომიგრანტი) და აზერბაიჯანელი ბავშვების სტუმრობა თბილისში. ისინი ერთობლივად დაათვალიერებენ თბილისის ღირშესანიშნაობებს, გაეცნობიან ქალაქის მულტიკულტურულ და რელიგიურ ცხოვრებას. შედეგად ახალგაზრდები მოამზადებენ თემებს საკონფერენციოდ, შეაგროვებენ სათანადო ფოტომასალას და კონფერენციის პარალელურად მოაწყობენ გამოფენას.

3. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა“ – Civic Initiative.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული გრანტი იქნება ერთერთი რესურსი სოფელ ქვემო მაჩხაანის უძველესი თეატრის (გაიხსნა 1899 წელს სოფლის ინტელიგენციის ინიციატივით) გადასარჩენად, ასაღორძინებლად და იქ კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელოვანი კერის დაფუძნებისათვის, რაც დღეს სოფლად შექმნილი მძიმე სოციალურ-საზოგადოებრივი ვითარების ფონზე უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

4.საინიციატივი ჯგუფი – „სოფლის სოციოლოგთა კლუბი“.

ღონისძიების იდეაა შეიქმნას აჭარელ ეკომიგრანტთა ფოტო გალერეა, რომლის გამოფენაც გაიმართება ქალაქ თბილისში. პროექტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს, თუ როგორია აჭარელ ეკომიგრანტთა ყოფა, რაც წარმოდგენილი იქნება   ფოტომასალითა და ისტორიებით. ეს ხელს შეუწყობს ეკომიგრანტებისა და სოფლის მაცხოვრებელთა პრობლემებით საზოგადოების დაინტერესებას.

5. ააიპ კავკასიის ახალგაზრდული კავშირი.

პროექტის ფარგლებში გაიმართება მასშტაბური ინტერ კულტურული საღამო თსუ-ს სააქტო დარბაზის ფოიეში, სადაც 4 განსხვავებული კულტურის (საქართველო, ინდოეთი, შრი-ლანკა, ნიგერია, ერაყი) პრეზენტაცია გაიმართება.  საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას ამ ქვეყნების ფოლკლორის, ტრადიციული ცეკვების, ისტორიის, მატერიალური კულტურის შესახებ, გაიმართება ტრადიციული კერძების, სასმელების პრეზენტაცია.

6. ა(ა)იპ „ახალგორი“

ორგანიზაცია ორიენტირებულია კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო საკითხებზე, რომელიც ეხება ქსნის ხეობის ისტორიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორისა და კულტურულ მემკვიდრეობის საკითხებს.

მოპოვებული გრანტი მოხმარდება შიდა ქართლის ოკუპირებული მთიანეთის ისტორიულ-არქიტექტორული ძეგლების წარმოჩენა-პოპულარიზაციას და ფოტოარქივის „ციფრული ალბომის შექმნას“.

7.არასამთავრობო ორგანიზაცია „გეოეარი“.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციას განზრახული აქვს საზოგადოებას წარუდგინოს ვიზუალური ისტორიები ჭიათურაში მცხოვრებ ქალებზე, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია მაღაროსთან. ვიზუალურ ისტორიებში იგულისხმება ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალის მოგროვება, რომელიც შერჩეული ჯგუფის ცხოვრების კონკრეტულ ასპექტებს ასახავს.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn