კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“ იწვევს ახალგაზრდა ისტორიკოსებსა და სამოქალაქო განათლების სპეციალისტებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის შესახებ
კავკასიური სახლი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „შერიგების ხელშეწყობა საქართველოს წარსულის გააზრების გზით.“ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო და აკადემიურ სივრცეში ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების წარმოქმნის, განვითარებისა და შედეგების კრიტიკულ ანალიზს; მოახდინოს ისტორიკოსებისა და კონფლიქტოლოგების ჩართვა მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა სამოქალაქო დიალოგის ფორმატებში.
პროექტი ახალგაზრდა ისტორიკოსებს საშუალებას აძლევს მიიღონ აკადემიური ცოდნა ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა: ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების არსი და ისტორია, ისტორიული მეხსიერების ფორმირება, ნაციონალიზმი და ნაციონალიზმის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში, მშვიდობის მშენებლობის ძირითადი პრინციპები და სამშვიდობო განათლების როლი შერიგების პოლიტიკაში.
პროექტი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან:
- პირველ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან ორთვიან სალექციო კურსს ზემოხსენებულ თემატიკაზე. სალექციო კურსი გაიმართება კავკასიურ სახლში, კვირაში ორჯერ. კურსს გაუძღვებიან მოწვეული ლექტორები და პროფესორები ისტორიის, სოციოლოგიის, კონფლიქტოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში.
- პროექტის მეორე ეტაპზე, სალექციო კურსის გავლის შემდეგ შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდულ დიალოგსა და სასწავლო ვიზიტში, რომელიც გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მას შემდეგ, რაც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება.
შერჩევის კრიტერიუმები:
- ასაკი: 22-35 წელი;
- სამიზნე ჯგუფი: ბაკალავრის ხარისხის მქონე ისტორიკოსები ან ისტორიის მკვლევრები, ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები, ისტორიისა და სამოქალაქო საზოგადოების განათლების პედაგოგები.
- პრიორიტეტი მიენიჭებათ რუსული ენის მცოდნე კანდიდატებს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 28 მარტი.
პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს “კავკასიური სახლი.”
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: applicationcaucasianhouse@gmail.com