30 ნოემბერი – 4 დეკემბერი, 2015
მინსკი (ბელორუსი)
,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”
გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა
,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტში”
ორგანიზაციის შესახებ
,,კავკასიური სახლი” – კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას საფუძველი მშვიდობისა და რეგიონალური თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის. ,,კავკასიური სახლი“ 20 წლის განმავლობაში ხელს უწყობს რეგიონში არსებული კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესს, სახალხო დიპლომატიითა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მშვიდობის და კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებას და მეორე მხრივ, აფხაზ, ოს და რუს საზოგადოებებს შორის. გარდა ამისა, კავკასიური სახლი ჩართულია არა მხოლოდ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს შორის მშვიდობის, სტაბილურობისა და ნდობის აღდგენის პროცესში, არამედ, ასევე, ხელს უწყობს მშვიდობიან დიალოგს რუსეთისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის.
პროექტის მიზანი
,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის ზემოხსენებული საქმიანობის გაგრძელებას. მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს რეგიონალური კონფლიქტების უკეთ გააზრების და ამასთანავე, მათი მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზების უკვეთ გაანალიზირებას, ლექციებისა და თავისუფალი დისკუსიების მეშვეობით.
პროექტი მიმართულია მომავალ ლიდერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ნდობის გაღრმავებისკენ, ასევე, რეგიონალურ კონფლიქტებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ცოდნის ამაღლებისკენ, კონსტრუქციული დისკუსიის მეშვეობით. ეს უნიკალური შესაძლებლობაა უკრაინელი, რუსი, მოლდოველი, ბელორუსი, ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში და განავითარონ ახალი იდეები კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესაძლო გზებზე.
მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის მომხსენებლები პოსტსაბჭოთა სივრციდან, წაიკითხავენ ლექციებს კონფლიქტების წარმოშობის ცალკეულ შემთხვევებზე და სიღრმისეულად გაანალიზებენ მიმდინარე კონფლიქტებს რეგიონში.
მთლიანობაში, 20 მონაწილე, პოსტსაბჭოთა სივრციდან, მიიღებს მონაწილეობას 5 დღიან სალექციო კურსში (30 ნოემბერი – 4 დეკემბერი) მინსკში (ბელორუსი). სამუშაო ენა – რუსული.
მონაწილეთა ვიზიტის ხარჯებს (მგზავრობას, განთავსებას და კვებას) ფარავს „კავკასიური სახლი“.
შერჩევის კრიტერიუმები:
- ასაკი: 22-40 წელი;
- განათლება: სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის და სხვა მომიჯნავე დისციპლინების კურსდამთავრებულები და / ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
- პროფესიული კვალიფიკაცია: ჟურნალისტები, აკადემიური სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები;
- რუსული ენის ცოდნა;
პროექტით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოთი) და სამოტივაციო წერილი 30 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ch.application2015@gmail.com
მონაწილეობის მსურველები შერჩევის შედეგების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ არაუგვიანეს 10 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის ასისტენტს – რაუფ ჭიჭინაძეს
ელ-ფოსტა: info@developershub.ge
ტელ: +995 592 810 810
ჩამოტვირთეთ განცხადების ტექსტი
პროექტი ხორციელდება Black Sea Trust–ის, აშშ–ის გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ფინანსური მხარდაჭერით.