ერთ წიგნში თავმოყრილია ორი ავტორის ნააზრევი. ნიკოლაი ბერდიაევის ,,ერი და კაცობრიობა” და ზურაბ კიკნაძის ,,ერი და ქრისტიანობა”

📚 სახელგანთქმული რუსი ფილოსოფოსის ნიკოლაი ბერდიაევის (1874-1948) წერილები ერისა და კაცობრიობის შესახებ ერთი წახნაგია მისი ფილოსოფიური თუ პუბლიცისტური შემოქმედებისა. მათში გამოთქმულია აზრები ერზე, მის განუმეორებლობაზე, მის ადგილზე ისტორიასა და კაცობრიობაში, ნაციონალიზმზე, მესიანიზმზე, სახელმწიფოსა და იმპერიალიზმზე, დღემდე ახლებურად ჟღერს. ამ ნააზრევში, როგორც სხვა ნაშრომებში, ავტორი ეფუძვნება უპირობო თავისუფლების პრინციპს. მე ყოველთვის შეუქმნელი, დასაბამიერი თავისუფლების იდეაში ვპოვებდი გამოსავალსო, – წერს ერთგან ფილოსოფოსი და ამ იდეიდან გამომდინარე, გაიაზრებს ეროვნულ პრობლემასაც.

📚 ზურაბ კიკნაძის ესეებში განხილულ საკითხებს თავად მათი სათაურები მოწმობს: ,,ნათესავიდან ერამდე” და ,,ერი და სახელმწიფო” ეხება ერის (Nation) ცნების ტრანსფორმაციას ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-20 საუკუნემდე. ,,ერი და ჭეშმარიტება” არკვევს ჭეშმარიტების, როგორც მაღალი ინსტანციის, მონაწილეობას სამშობლოს ცნების განსაზღვრისას; ,,ეროვნული პრობლემა მართლმადიდებლურ ტრადიციებში” და ,,რა არის ფილეტიზმი” განიხილავს ერისა და ქრისტიანობის დამოკიდებულებას ისტორიულ პერსპექტივასა და დღევანდელობაში. ,,მრავალსახეობა ერთობისა”, ,,ობოლი ერი”, ,,იდენტობა” და ,,ეროვნული მესიანიზმი” ეხება ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტომობრივ სტრუქტურას, მესიანისტური იდეის დანერგვის წარუმატებელ მცდელობას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში (1989-1991)

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ,,კავკასიურ სახლსა” და წიგნის მაღაზიებში

💵 ფასი 10 ლარი
☎️ საკონტაქტო ინფორმაცია: (0322) 93 50 88 ; 598 59 50 59

Facebook
Twitter
LinkedIn