“ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტი,” “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლთან“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით გიწვევთ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, პროექტის ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ ფარგლებში. შეხვედრას დაესწრებიან აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ბელორუსი მონაწილეები.
პროექტის შინაარსი
2015 წლის ივნისში “ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხურმა კომიტეტმა,” “კავკასიურ სახლთან“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან” თანამშრომლობით, ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგისა და კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობას. შეხვედრების მიზანია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ახალი თაობის ექსპერტების ჩართულობის გზით, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზებზე მუშაობა. ასევე აღნიშნულ კონფლიქტებთან მიმართებაში ანალიზისა და რაციონალური საჯარო დისკურსის სტიმულირება.
აღნიშნული შეხვედრები არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს ახალი თაობის პროფესიონალებისთვის/ექსპერტებისათვის ჩაერთონ ამ პროცესებში და ახალი იდეები განავითარონ რეგიონული და მათ შორის ქართულ-აფხაზური და ქართულ – ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით. პირველი ასეთი ფორმატის შეხვედრა პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სომხეთში, ქალაქ ერევანში, 2015 წლის 25-28 სექტემბერს, სადაც ფოკუსი გაკეთდა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ასპექტებზე.
- მეორე შეხვედრა გაიმართება 2016 წლის 8-11 იანვარს, ქალაქ მინსკში, ბელარუსი. საერთო ჯამში შეირჩევა 5 მონაწილე, რომლებიც მოხსენებას გააკეთებენ აღნიშნულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ყველა ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტის, დაბინავების, კვების) დაფარული იქნება ორგანიზატორების მიერ.
მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები
- ასაკი: 45 წლამდე
- სამიზნე ჯგუფი: სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის და სხვა მონათესავე სფეროებში მომუშავე ადამიანები, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
- სამუშაო ენა: რუსული
- შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება რუსულ ენაზე.
სააპლიკაციო პროცედურა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და წერილი, სადაც არგუმენტირებული იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია და თქვენი წვლილი დიალოგის პროცესის გაძლიერებაში შემდეგ ელ-ფოსტაზე: submit.dialogue@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23.12.2015
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ასისტენტს, ანა ბრაგვაძეს.
ელ-ფოსტა: ana.bragvadze@developershub.ge
ტელ: (995 577) 65 98 45;
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით