[vc_row][vc_column][vc_column_text],,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის “უკრაინა – კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით”  ფარგლებში, 14–22 აპრილის განმავლობაში დაგეგმილია ,,კავკასიური სახლის“ თანამშრომლებისა და ქართველი ექსპერტების ვიზიტი უკრაინაში. ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ქ. კიევში საჯარო დისკუსიისა და უკრაინის რეგიონებში შეხვედრების გამართვა.
15 აპრილს ,,კავკასიური სახლისა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციის ,,მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, ქ. კიევში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: ,,საქართველოს გამოცდილება უკრაინისთვის“. დისკუსიის პირველი ნაწილი დაეთმობა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიის განხილვას: იზოლაცია თუ ჩართულობა? ხოლო მეორე ნაწილი კი შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს უკრაინაში და საქართველოს გამოცდიელბას.
მოხსენებებს წაიკითხავენ ქართველი და უკრაინელი ექსპერტები. პირველი ბლოკის მომხსენებლები არიან: გიორგი კანაშვილი – ,,კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი (საქართველო), მარინა ვოროტნიუკი – სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი (უკრაინა), მარია ზოლკინა – ილკო კუჩიევის სახ. დემოკრატიული ინიციატივების ფონდის ანალიტიკოსი (უკრაინა).
უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და საქართველოს გამოცდილებაზე კი ისაუბრებენ: ოკსანა კუზიაკივი – ეკონომიკური კვლევებისა და პოლიტიკის საკონსულტაციო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი (უკრაინა), ერიკ ლივნი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი (საქართველო) და მაკა ჭითანავა – ამავე სკოლის ასოცირებული მკვლევარი (საქართველო).
ღონისძიება დასრულდება ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ საკითხებზე შექმნილი პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაციით, რომლებიც აერთიანებს ქართველი და უკრაინელი ექსპერტების ერთობლივ ნაშრომებს.
16–18 აპრილს კავკასიური სახლის წარმომადგენლები გიორგი კანაშვილი და მაია ურუშაძე, ელიკო ბენდელიანთან  (,,ნაციონალიზმის კვლევისა და  კონფლიქტების კვლევის ინსიტუტის“ წარმომადგენელი) და გოგიტა აფციაურთან ერთად („რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი) შეხვედრებს გამართავენ ქ. ხარკოვში, ხოლო 20–22 აპრილს კი – ქ. ლვოვში. ვიზიტის ფარგლებში ქართველი ექსპერტები შეხვედრებს გამართავენ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო და აკადემიურ წრეებთან. ვიზიტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეგიონებში არსებული ვითარების გაცნობა და ამავდროულად, ამ საკითხზე ქართული გამოცდილება გაზიარებაა.


პროექტი “უკრაინა – კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით” ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn