[vc_row][vc_column][vc_column_text]16 და 17 აპრილს ,,კავკასიური სახლის“ ორგანიზებით შედგა ქართველი ექსპერტების ვიზიტი ქ. ხარკოვში. კავკასიური სახლის წარმომადგენლებმა გიორგი კანაშვილმა და მაია ურუშაძემ, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსიტუტის წარმომადგენელმა -ელიკო ბენდელიანმა და რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა – გოგა აფციაურმა გამართეს შეხვედრები ადგილობრივ ანალიტიკურ ცენტრებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, აქტივისტებთან და ჟურნალისთებთან. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს გამოცდილების გაზიარება უკრაინელი კოლეგებისთვის და ამავროულად არსებული სიტუაციის ადგილეზე გაცნობა.
16 აპრილს პირველი შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი დემოკრატიის ფონდის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან – ალიონა კოპინთან, რომელმაც ქართველ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ხარკოვში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოკლედ აღწერა იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა ხარკოვის რეგიონში. აქვე მან იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება რომლის წინაშეც დგას მოსახლეობის ეს მოწყვლადი ნაწილი.
იძულებით გადაადგილებული პირებისა და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ქართულ დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ხარკოვის რეგიონის ომბუცმენის მოვალეობის შემსრულებელი – ევგენი შაპოვალი და ხარკოვის ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი – ლიუდმილა კლოჩკო. ყველაზე დინამიური და ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა ხარკოვის კრიზისულ ცენტრში. შეხვედრას, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ ხარკოვის არასამთავრობო სექტორის, ანალიტიკური ჯგუფების, აკადენიური წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისცები და ჟურნალისტები. შეხვედრის სტუმრებმა გაუზიარეს იქ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს გამოცდილება იძულებით გადაადგლებულ პირებთან და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაში. ამასთანავე ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და ყურადღება გაამახვილეს მათ დადებით და უარყოფით შედეგებზე. თავის მხრივ, დისკუსიის დროს ქართველმა ექსპერტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რა მოლოდინებია ხარკოვის სამოქალაქო აქტივისტებში დაანონსებულ რეფორმებთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა რეფორმბს ელიან მათ ქალაქში. ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ სტრატეგიებზე რომელიც უნდა ჰქონდეს უკრაინას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.
17 აპრილს ქართველი ექსპერტების ვიზიტი გაგრძელდა საერთაშორისო აღორძინების ფონდის აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონალურ კოორდინატორთან – ოლენა როზსკაზოვასთან შეხვედრით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფონდის საქმიანობა და იმ პროექტებზე რომელიც მიართულია ხარკოვის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ, რომელთა რაოდენობა ხარკოვის რეგიონში ოფიციალური ინფორმაციით 160 ათასს შეადგენს.
ასევე გაიმართა სამი შეხვედრა მოხალისეების მიერ ორგანიზებულ ფონდებთან. ესენია საქველმოქმედო ფონდი ,,მშვიდობა და წესრიგი“, ვოლუნტარული ფონდი – სადგური ,,ხარკოვი“ და ჰუმანიტარული მისია ,,პროლისკა“. ყველა ფონდის მისია განსხვავდება ერთმანეთისგან. ,,მშვიდობა და წესრიგი“ ერთი მხრივ ეხმარება საკვებითა და ტანსაცმლით ჯარისკაცებს და მეორე მხრივ გახსნილი აქვს ცხელი ხაზი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის მათ. ასევე უახლოეს მომავალში ამუშავდება უფასო იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი. სადგური ,,ხარკოვი“ კი პირველადი მოხმარების საგნებით ეხმარება ხარკოვში იძულებით გადაადგილებულ პირებს, მაშინ როდესაც ,,პროლისკას“ სამიზნე ჯგუფი კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოქალაქეები არიან. შეხვედრების დროს ფონდების წარმომადგენლებმა ისაუბრებს მათი ფონდების ძირითადი საქმიანობის შესახებ და ყურადღება გაამახვილეს იმ სირთულეებზე რომლის წინაშეც დგება მოსახლეობა კონფლისტის ზონიდან და ასევე სამხედრო მოქმედებების მონაწილეები.
ვიზტი გაიმართა კავკასიური სახლის მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]