“კავკასიურ სახლში“ სტაჟირების გავლის მსურველმა, განაცხადის გაკეთებისას უნდა წარმოადგინოს:

  • მოკლე სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება როგორ დაეხმარება აპლიკანტს აღნიშული სტაჟირება სამომავლო აკადემიურ მიღწევებში.
  • CV
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტიდან ან წინა სამსახურიდან.

სტაჟირების მსურველი მიიღებს:

  • გამოცდილი სუპერვაიზერისგან კვალიფიცურ ტრენინგს.
  • სტაჟირებასთან დაკავშირებულ ზუსტ ინსტრუქციებს: სტაჟირების პერიოდი, სტაჟიორის მოვალეობები, მინიმალური სამუშაო საათები და ა.შ.
  • ყველა საჭირო საოფისე ინვენტართან წვდომას.

„კავკასიურ სახლში“ სტაჟირება არის უფასო და დამქირავებელი სტაჟიორის საქმიანობიდან უშუალო სარგებელს არ ელოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – „კავკასიური სახლი“ სტაჟიორს არ სთავაზობს ფულად ანაზღაურებას და სტაჟიორის შესრულებული სამუშაო იქნება განხილული მოხალისეობრივ საწყისებზე.

განაცხადის ფორმა

ჩვენი ახალი წიგნი
No payment method connected. Contact seller.